სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - არის მსხვერპლი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას TV4 ავრცელებს.


ქარხანაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100