სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა მოსწავლე გოგონებმა ღამის კლუბში ერთი ბოთლი შამპანურის ხათრით გაიხადეს (ვიდეო)

შემთხვევამ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, მთელი ქვეყანა ააფორიაქა: სკანდალური სტრიპტიზ-შოუს მონაწილეები სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები არიან. ის, რაც ხდებოდა კრასნოიარსკის ერთ-ერთ ღამის კლუბში, მონაგონია იმ ორგიასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩელიაბინსკის მსგავს დაწესებულებაში სკოლის კურსდამთავრებულებმა ჩარიცხვის აღსანიშნავად მოაწყვეს.

ფოტო-ვიდეომასალაზე, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, რუსი მოსწავლე გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მიმზიდველად და ხარისხიანად შეასრულებს სტრიპტიზს. პრიზი - ერთი ბოთლი შამპანურია.

-მიდი, მიდი! - ისმის ვიდეოში შეძახილი, რომლითაც მოზარდები ერთმანეთს ამხნევებენ - გავიხადეთ, გოგოებო!..

როცა მოზარდთა მშობლებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს და მათ, ვისაც ეს შეეძლო, ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტშიც დაათვალიერეს, კლუბის მეპატრონეებს მიუხტნენ და პასუხი მოსთხოვეს.

-ჩვენ შესვლის მსურველს ასაკს ვეკითხებით ხოლმე, - უდარდელი ტონით უპასუხეს მათ კლუბში, - იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გვიჩნდება, პასპორტსაც ვამოწმებთ. ეს გოგონები გარეგნულად, მინიმუმ, 20 წლის ასაკისას ჰგვანან და მათთვის გახდა არავის დაუძალებია...

საგუსისხმო ისაა, რომ თვითონ გოგონებსაც ვერ გაუგიათ, რამ აღაშფოთა უფროსები. „რა მოხდა, დავთვერით და გავიხადეთ“, - ხითხითით თქვა ამ სანახაობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კრასნოიარსკის ღამის კლუბის მფლობელების მიმართ უკვე აღიძრა საქმე, მაგრამ იგი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ზომების მიღებით დასრულდება. ყველაზე დიდი, რაც 16 წლამდე ასაკის ბავშვების დაწესებულებაში დაშვებისთვის კლუბს ელის, არცთუ დიდი ფულადი ჯარიმაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100