"რაღაც მაქვს სათქმელი" - რომელუ ლუკაკუს ცხოვრება, დაღმასვლები და აღმასვლები
არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ ფეხბურთი, თუ არა.
გიყვართ სპორტი, თუ არა. არის ცხოვრების მიმდინარეობა, დაღმასვლები და აღმასვლები. ყოველთვის გახსოვდეთ, საიდან მოხვედით, რა გამოიარეთ და სადამდე გსურთ მიხვიდეთ...
"რაღაც
მაქვს სათქმელი"
მე მახსენდება კონკრეტული დრო როდესაც გავტყდით.
კვლავ ნათლად მიდგას თვალწინ დედაჩემი, მაცივართან მდგარი და მისი გამოხედვა.
მე ექვსი წლის ვიყავი, სკოლიდან შესვენებაზე სასაუზმედ გადმოვსულიყავი. დედას კვლავ იგივე მენიუ ჰქონდა ჩვეულებისამებრ: რძე და პური. როდესაც ბავშვი ხარ, ამაზე არც კი ფიქრობ. თუმცა ვხვდები რომ ეს იყო, რაც შეგვეძლო.
ერთ ასეთ დღესაც დავბრუნდი შინ და შევედი სამზარეულოში, სადაც დედა დავინახე რძის ყუთით ხელში, ჩვეულებისამებრ. თუმცა ის ამჯერად რაღაცას ურევდა მასში. კარგად აჯანჯღარებდა მას, ხომ გესმით? თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა. შემდგომ კი მომართვა საუზმე და ის მიღიმოდა, თითქოს ყველაფერი ბრწყინვალედ ყოფილიყოს. აი მაშინ კი მივხვდი რაც ხდებოდა. დედა მორჩენილ რძეს წყალში აზავებდა. ჩვენ არ გვქონდა საშუალება რომ მთელი კვირა ასე გაგვეტანა. ჩვენ გავტყდით. მხოლოდ ღარიბები არ ვიყავით, გავტყდით!
მამაჩემი
პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, თუმცა ის კარიერას ასრულებდა და რაც კი ფული გვებადა გაქრა. პირველი რაც დაგვაკლდა, იყო საკაბელო ტელევიზია.
არავითარი ფეხბურთი.
არავითარი “დღის მატჩი”.
არავითარი მაუწყებლობა.
შემდეგ ის იყო სახლში დავბრუნდი საღამოხანს, რომ ელექტრო ენერგიაც გამორთულიყო და ეს იყო კვირების მანძილზე.
შემდეგ
კი უბრალოდ გადავლება მინდოდა და აღაც ცხელი წყალი იყო. დედა წყალს ჩაიდნით აცხელებდა ქურაზე, მე კი ფინჯნით ვისხამდი თავზე თბილ წყალს.
იყო მომენტები, დედას საცხობიდან პური ნისიად მოჰქონდა. მცხობელები გვიცნობდნენ მე და ჩემს უმცროს ძმას, დედას ორშაბათობით ატანდნენ პურს … პარასკევამდე.
ვხვდებოდი რომ ვიტანჯებოდით. როდესაც ის რძეს და წყალს აზავებდა, ვაანალიზებდი რომ ყველაფერი დამთავრდა, ხვდებით რას ვგულისხმობ? ეს იყო ჩვენი ცხოვრება.
სიტყვაც არ დამცდენია. არ მსურდა მისთვის ტკივილის მიყენება. უბრალოდ მივირთმევდი ჩემს საუზმეს.
თუმცა,
ვფიცავ ღმერთს, იმ დღისით თავს პირობა მივეცი. თითქოს ვიღაცას თითები დაეტკაცუნებინა და გამოვეფხიზლებინე. ზუსტად ვიცოდი რა უნდა მექნა და რის გაკეთებას ვაპირებდი.
მე ვერ დავუშვებდი დედას ასე ეცხოვრა, არამც და არამც!
ადამიანებს ფეხბურთში უყვართ საუბარი გონებრივ სიმტკიცეზე. დიახ, მე ყველაზე ძლიერი ტიპი ვარ ვისაც კი შეიძლება ოდესმე შეხვდეთ. იმიტომ რომ მახსოვს , როგორ ვიჯექი სიბნელეში ჩემს ძმასთან და დედასთან ერთად, ლოცვით, ფიქრით, რწმენით და ცოდნით… რომ ეს მოხდება!
მას მერე ვინახავდი ჩემს დაპირებას საიდუმლოდ, იმ დღემდე, როდესაც სკოლიდან სახლში მოსულს დედა ატირებული დამხვდა. აი მაშინ კი ვუთხარი: “დედა, ყველაფერი ჩაივლის, აი ნახავ, მე ანდერლეხტში ვითამაშებ და ეს მალე მოხდება, ჩვენ კარგად ვიქნებით, შენ კი სადარდებელი აღარ გექნება!”
ექვსი წლის ვიყავი.
მამას
ვკითხე : “როდის შეუძლია ფეხბურთელს დაიწყოს პროფესიონალური კარიერა?"
მან
მომიგო: “თექვსმეტის.”
მე კი გავიმეორე: “თექვსმეტის ესე იგი”.
ეს აუცილებლად მოხდეობდა. გარკვეულ პერიოდში…
რაღაცას გეტყვით - ყოველი თამაში რაც მითამაშია, იყო ფინალი.
როდესაც ვთამაშობდი ეზოში, ეს იყო ფინალი.
როდესაც ვთამშობდით სკოლაში შესვენებებზე, ეს იყო ფინალი.
ღმერთმანი ამას სერიოზულად ვამბობ.
ყოველთვის ვცდილობდი ბურთისთვის ტყავი გამეძრო როდესაც ვარტყამდი. მთელი ძალით.
არა მეგობარო ჩვენ არ ვარტყამდით მოქნილად და დახვეწილად. არ მქონდა არც ახალი “FIFA” , არც “Playstation”.
მე არ ვთამაშობდი, მე მზად ვიყავი მომეკალი!
როდესაც სიმაღლეში წავედი, ზოგიერთი მასწავლებელი და მშობელი წნეხში მამყოფებდა. არ დამავიწყდება, როდესაც ერთმა უფროსმა, პირველად მკითხა: “ჰეი, რამდენი წლის ხარ? რომელ წელს დაიბადე?”
მე კი ვფიქრობდი, “რა? სერიოზულად მეკითხებით?”
თერთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ლიერსის მოზარდთა გუნდში ვთმაშობდი, მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთმა მშობელმა სცადა ჩემი მინდვრის მიღმა დატოვება. ის საჯაროდ კითხულობდა: “რამდენი წლის არის ეს ბიჭი? სად არის მისი მოწმობა? სადაურია?”
მე კი ვფიქრობდი-საიდან ვარ? როგორ თუ? მე ხომ ანტვერპენში დავიბადე. მე ბელგიელი ვარ!
მამა იქ არ იყო, რადგან მას არ ჰყავდა მანქანა საგარეო თამაშებზე რომ გამომყოლოდა. მე მარტო ვიყავი და მარტოს უნდა გამეტანა თავი. წავედი, ამოვიღე ჩანთიდან ჩემი მოწმობა და მივაწოდე. ისინი კი ერთმანეთს გადასცემდნენ შესამოწმებლად. მახსოვს როგორ მასკდებოდა სისხლი ძარღვებში და ვფიქრობდი: “ ახლა უფრო მეტად მინდა მოვკლა თქვენი შვილი, დიახ, მართლაც მინდა მოვკლა, თუმცა ამჯერად მას გავანადგურებ და სახლში მტირალს გაგატანთ!”
მსურდა ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი ისტორიის მანძილზე, ეს იყო ჩემი მიზანი. არც კარგი, არც დიდებული, საუკეთესო!
მე ვთამაშობდი ისეთი მონდომებით, და ამისათვის იმდენი მიზეზი მქონდა…
იმის გამო რომ ჩვენს სახლში ვირთხები დარბოდნენ… იმის გამო რომ ვერ ვუყურებდი ჩემპიონთა თასს…
იმის გამო რომ სხვა მშობლები ასე მიყურებდნენ…
მე მქონდა მისია.
12 წლის, 76 გოლი, 34 თამაში.
ყველა მათგანი მამას ფეხსაცმლით გავიტანე. როდესაც ერთი ზომა ფეხი გვქონდა, უბრალოდ ვინაწილებდით.
ერთხელ ბაბუას დავურეკე - დედაჩემის მამას. ის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ის იყო ჩემი კავშირი კონგოსთან, საიდანაც ჩემი მშობლები არიან. ხო და ვესაუბრები მას ტელეფონზე და ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად მიდის, რომ ჩემპიონატი მოვიგეთ, რომ 76 გოლი გავიტანე, რომ დიდი გუნდები მამჩნევენ უკვე…
მას
ხომ ყოველთვის აინტერესებდა ჩემი ფეხბურთის შესახებ , თუმცა ახლა ის ძალიან უცნაურად მესაუბრებოდა.
“ დიახ, რომ! ეს შესანიშნავია. მაგრამ , შეგიძლია სიკეთე გამიკეთო?”
“დიახ,
რა ხდება?” , ვკითხე.
“შეგიძლია ჩემს ქალიშვილს მოუარო?”
მე ძალიან დავიბენი, ვერ მივხვდი თუ რა იგულისხმა.
“ვის, დედას? ჩვენ კარგად ვართ!” ვუპასუხე.
“არა, შემპირდი რომ მას მოუვლი, ჩემს მაგიერ” მთხოვა მან.
“დიახ
, ბაბუა, გპირდები!”
ხუთი დღის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა, მაშინ კი მივხვდი რასაც გულისხმობდა.
ძალიან
მიმძიმს ამაზე ფიქრი, მსურდა ოთხი წელიც ეცოცხლა და ვეხილე ანდერლეხტის მაისურით. მსურდა ეხილა როგორ შევასრულე პირობა, ხვდებით?
რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად…
რომ დედას ვუთხარი, ამას თექვსმეტი წლისას შევძლებდი.
თერთმეტი დღე დამაგვიანდა .
24 მაისი, 2009წ.
ფინალი.
ანდერლეხტი - ლიეჟის სტანდარტი.
ეს იყო ყველაზე გიჟური დღე ჩემს ცხოვრებაში. თუმცა წუთით უკან გადავინაცვლოთ.
სეზონის დასაწყისში უბრალოდ ანდერლეხტის ცხრამეტწლამდელებში ვთამაშობდი. მწვრთნელი კი სულ შეცვლაზე მათამაშებდა. გავივლე თავში “რა ჯანდაბა მომაწერინებს ხელს პროფესიონალურ კონტრაქტს ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე, თუ ცხრამეტწლამდელებში ჯერ კიდევ სკამზე ვზივარ?”
..
და მწვრთნელთან სანაძლეო დავდე.
ვუთხარი, რომ თუ მათამაშებდა დეკემბრისთვის ოცდახუთი გოლი მექნებოდა ანგარიშზე.
მან შემომცინა, დიახ სრული ამ სიტყვის მნიშნელობით.
“ხო და დავნიძლავდეთ მაშინ” ვუთხარი მე.
“კარგი, მაგრამ თუ 25 გოლს არ გაიტან, გადაინაცვლებ სკამზე” მომიგო მან.
მე ვუპასუხე, “ძალიან კარგი, მაგრამ თუ მე გავიმარჯვე თქვენ თავად გარეცხავთ ყველა მიკროავტობუსს , რომლითაც ბიჭებს სახლში დაგვატარებენ… და კიდევ ერთი.. და ბიჭებს ყოველ დღე ბლინებს დაგვიცხობთ”
გაიცინა და მითხრა “კარგი, მოსულა”.
ეს იყო ყველაზე სულელური ნიძლავი რასაც კაცი დადებდა.
მე კი 25 გოლი ნოემბარში მქონდა ანგარიშზე.
ჩვენ ბლინებს შობამდე მივირთმევდით უკვე მეგობარო…
მოდი ეს იყოს გაკვეთილი - არ ეთამაშო ბიჭს, რომელიც მშიერია!
ჩემს პრო-კონტრაქტს ანდერლეხტთან ხელი 13 მაისს, ჩემს დაბადების დღეზე მოვაწერე. წავედი და მაშინვე ახალი FIFA ვიყიდე, სეზონი უკვე თითქმის ამოწურულიყო, სახლში ვიყავი და ვისვენებდი. იმ წელს ბელგიის ლიგა ძალიან დაძაბული გამოდგა, ანდერლეხტმა და ლიეჟის სტანდარტმა თანაბარი ქულებით დაასრულეს ჩემპიონატი, რის გამოც დაინიშნა ორ რაუნდიანი ბრძოლა ტიტულის მფლობელის გამოსავლენად.
პირველი წრე მიდიოდა, რომ სახლში გულშემატკივარივით ვიჯექი.
მეორე წრის თამაშის წინა დღისით კი შემომდის ზარი რეზერვების მწვრთნელისგან.
ის, ის იყო რომ უბანში ფეხბურთის თამაშს ვაპირებდი, რომ მწვრთნელმა ბარგის ჩალაგება და სტადიონზე მისვლა დამავალა:
“რომ, შენ მთავარ გუნდს სჭირდები, თან სასწრაფოდ!” -მითხრა მან.
განცვიფრებული ვიყავი. ადგილიდან მოვწყდი და მამის ოთახში შევირბინე, წამოვაგდე და ვუთხარი რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით…
სად? სად და ანდერლეხტში, სწორედაც რომ!
რა დამავიწყებს, თავქუდმოგლეჯილმა მივირბინე სტადიონზე, გასახდელში შევედი და მომსახურეს, რომელიც მაისურებს კურირებდა ვუთხარი რომ 10-იანი მსურდა.
ალბათ, ასაკის გამო ძალიან თამამი გამოვდექი, აკადემიის ფეხბურთელებს მხოლოდ 30 ნომრიდან ზემოთ მაისურები გვეკუთვნოდა.
მაშ, სამს პლიუს ექვსი უდრის ცხრას, და მეც 36 ნომერი ავირჩიე.
იმ ღამეს, სასტუმროში, ძირითადის ფეხბურთელებმა მამღერეს, აღარც კი მახსოვს რა ავარჩიე, სულ თავბრუ მესხმოდა.
დილით, მეგობარმა მომაკითხა სახლში, დედამ კი უპასუხა რომ სათამაშოდ ვიყავი წასული.
მეგობარმა იკითხა თუ სად ვთამაშობდი.
დედამ კი მიუგო, “ფინალში”.
მოედანთან, როდესაც ავტობუსიდან გადმოვედი, ყველა მოთამაშეს საუკეთესო სპორტული ეცვა, მე კი რაღაც საშინელებაში ვიყავი გამოწყობილი. და ამ დროს ყველა კამერა მე მომჩერებოდა, გასახდელამდე, მთელი 300 მეტრი. როდესაც შენობაში შევედი, მობილური გადახურებული იყო ზარებით.
ყველამ დამინახა, 25 შეტყობინება 3 წუთში.
მეგობრები შეიშალნენ.
“მეგობარო, მანდ რას აკეთებ?”, “რატომ ხარ ტელევიზორში”, “რომ, რა ხდება?”
ერთადერთი ვისაც ვუპასუხე , ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, “არ ვიცი მეგობარო ვითამაშებ თუ არა, არც ის ვიცი რა მოხდება, უბრალოდ უყურე ტელევიზორს”.
63-ე წუთზე შეცვლაზე შემიყვანეს.
ანდერლეხტის მაისურით მოედანზე შევირბინე 16 წლის და 11 დღისამ.
იმ დღისით ფინალი წავაგეთ, მაგრამ მე ზეცაში ვიყავი ბედნიერებისგან. მე შევასრულე დანაპირები, დედისა და ბაბუის წინაშე.
ეს ის დღე იყო, როდესაც ნამდვილად ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
შემდეგ სეზონში, ჯერ კიდევ კოლეჯს ვამთავრებდი და პარალელურად ევროპის ლიგას ვთამაშობდი. დილით დიდი ჩანთით მივდიოდი სასწავლებელში, საღამოს რომ ფრენაზე დროულად მომესწრო. მოვიგეთ ქვეყნის ჩემპიონატი და წლის აფრიკელ ფეხბურთელებში მეორე ადგილი დავიკავე.
ეს იყო სიგიჟე…
ალბათ ამას ველოდი, მაგრამ არც ისე სწრაფად.
მედია გამუდმებით მაკვირდებოდა, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. განსაკუთრებით ეროვნულ ნაკრებში, თუმცა იქ თამაში არ გამომდიოდა, არ ვიცი რა მიზეზით.
დრო გადიოდა…
როდესაც ყველაფერი კარგად გამომდიოდა, მედია მიწოდებდა -რომელუ ლუკაკუ, ბელგიელ თავდამსხმელს.
როდესაც კი ცუდად გამოვიყურებოდი მე ვიყავი რომელუ ლუკაკუ, ბელგიელი თავდამსხემლი, წარმოშობით კონგოდან.
თუ თქვენ არ მოგწონთ ჩემი სათამაშო სტილი, ეგ არაფერი, თუმცა მე აქ დავიბადე. გავიზარდე ანტვერპენში, ვცხოვრობდი ლიეჟში და ბრიუსელში.
მე ვოცნებობდი ანდელეხტში თამაშზე,
მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი ვინსენტ კომპანი.
მე შემიძლია წინადადება დავიწყო ფრანგულად და დავასრულო ჰოლანდიურით, ასევე დავამატებდი ცოტა ესპანურს და პორტუგალიურს, გააჩნია რომელ სამეზობლოში მოვხვდები.
მე ბელგიელი ვარ.
ჩვენ ყველა ბელგიელები ვართ, და ეს ქმნის ამ ქვეყანას ასე მაგარს, არა?
არ ვიცი, ბევრ ადამიანს ჩემს სამშობლოში რატომ სურს იხილოს ჩემი წარუმატებლობა, მართლაც არ ვიცი. როდესაც ჩელსიში ჩავედი, სათამაშო დრო არ მეძლეოდა, და მე დამცინოდნენ.
როდესაც ვესთ ბრომვიჩში გამანათხოვრეს, იქაც დამცინოდნენ.
მაგრამ, არა უშავს, პირიქით.
ის ხალხი ჩემს გვერდით არ იდგა, როდესაც მე ჩემს მარცვალს წყალს ვასხამდი.
თუ თქვენ ჩემს გვერდით არ იყავით, როდესაც მე არაფერი მქონდა, მაშინ ვერ გამიგებთ.
იცით რა არის სასაცილო? მე გამოვტოვე ჩემპიონთა თასის 10 წელი, ბავშვობისას. ჩვენ არ გვქონდა ამის ფუფუნება. სასწავლებელში ყველა ფეხბურთზე საუბრობდა, მე კი გონზე არ ვიყავი.
მახსოვს, ჯერ კიდევ 2002 წელს, როგორ იხსენებდნენ მადრიდის რეალისა და ლევერკუზენის ბაიერის დაპირისპირებას.
“რა
დარტყმა იყო, ღმერთმანი!”
თავი მომქონდა თითქოს ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი.
ორი კვირის შემდგომ, ინფორმატიკის გაკვეთილზე, თანაკლასელმა ვიდეო გადმოტვირთა. აი მაშინ კი საბოლოოდ ვნახე ზიდანის საოცარი დარტყმა მარცხენა მაღალ კუთხეში.
იმ ზაფხულს, ისევ მასთან მივედი რათა რონალდოს - “ელ ფენომენოს” ფინალი მეხილა მსოფლიო თასზე.
ყველაფერი
იმ ტურნირიდან ზღაპარივით იყო, რომელსაც ბავშვებისგან ვისმენდი…
მახსოვს რომ ფეხსაცმელს ბევრი ხვრელი ჰქონდა, თან ძალიან დიდი.
12 წლით გვიან კი მე თავად ვთამაშობდი მსოფლიო თასზე.
ახლა კი მეორე მსოფლიო თასზე მიწევს თამაში.
და იცით რა? ამჯერად სიამოვნებას მივიღებ. ცხოვრება ხანმოკლეა ტანჯვისათვის და დრამისთვის. რაც უნდა ხალხს ის თქვას ჩვენს გუნდზე და ჩემზე.
მისმინე, მეგობარო - როდესაც ბავშვები ვიყავით, არ გვქონდა საშუალება მეხილა ტიერი ანრი გადაცემა “დღის მატჩში”. ახლა კი ყოველ დღე ვსწავლობ მისგან ეროვნულ ნაკრებში. მე ვდგავარ ლეგენდის გვერდით, დიახ, და ის მასწავლის თუ როგორ გავიქცე სივრცეში, ისე როგორც თავად გარბოდა. ტიერი ალბათ ერთადერთი ტიპია ვინც ჩემზე მეტ თამაშს უყურებს დღეს. ვსხედვართ და განვიხილავთ გერმანიის მეორე დივიზიონის ფეხბურთს.
როდესაც ვეკითხები მას თუ იხილა დიუსელდორფის ფორტუნას განლაგება, ის მპასუხბს , “ ნუ სულელობ, რა თქმა უნდა!”
ეს საუკეთესო რამ არის ამ ქვეყნად ჩემთვის.
ძალიან მინდა ბაბუა იყოს ამ ყველაფრის მომსწრე.
არ ვამბობ პრემიერ ლიგაზე.
არ ვსაუბრობ მანჩესტერზე.
არც ჩემპიონთა თასზე.
არა მსოფლიო თასზე.
ეს არ არის რასაც ვგულისხმობ.
უბრალოდ მინდა იხილოს ის ცხოვრება, რომლითაც ახლა ვცხოვრობთ.
მინდა რომ შემეძლოს მასთან დარეკვა და ყველაფრის მოყოლა…
რომ
ვუთხრა, “ თქვენი ქალიშვილი კარგად არის, სახლში ვირთხები აღარ დარბიან, იატაკზე აღარ გვძინავს, აღარ ვიტანჯებით.
ჩვენ კარგად ვართ, კარგად ვართ…!
… ჩემს მოწმობას აღარ ითხოვენ!
… მათ
იციან ჩვენი სახელი!
რომელუ ლუკაკუ
"რაღაც მაქვს სათქმელი"
თარგმნა ბადრი შუბლაძემ
კომენტარი