სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არავინ არის უფრო ბრგე, ვიდრე ბექაური...

ბიძინა ივანიშვილის „დემოკრატიით“ გაოცებულია ევროპა და რაც მთავარია, კახა ბექაურიც. მას შემდეგ, რაც ირაკლი ტრიპოლსკიმ ყველა ის ჟურნალისტი „დაიფრინა“ მე-9 არხიდან, ვინც გულის ჯიბით „წმინდა ბიძინა მდიდარის ხატს“ არ ატარებდა, ოლიგარქის ტელევიზიაში, „ბატონი ტრიპოლსკისა და "თლად" უფროსი ივანიშვილის“ „გარასკრუტკებული“ დემოკრატიის პროპაგანდას ბექაური კომკავშირული მონდომებით ნერგავს...

შესაძლოა, კახა ბექაურისთვის პროფესიონალიზმის მწვერვლებს ასცდა მისი მეუღლის, ეკა ბერიძის სასაცილო ინტერვიუ ოლიგარქთან და აბა ამ ინტერვიუს შემდეგ, რაღა სახსენებელია სხვა ჟურნალისტები და მედია-საშუალებები? ხუმრობა ხომ არ არის, კაცი ივანიშვილის პირადი პრეს-სპიკერის თანაშემწეა ფაქტობრივად, ფორმალურად კი, არხის დირექტორი...

თუმცა, ესეც არაფერი... მთავარია, ფროიდის ფილოსოფიური თეორიები განხილულია და „სანახ-ნახევროდ“ ოლიგარქის ფსოქოანალიტიკურ აზროვნებასაც ჩავწვდით დიადი ბექაურის ცოლის, ბერიძის „შემტევი“ კითხვების წყალობით...

„პრესა.ჯი“: თქვენ იყავით მოსკოვიდან მართული კოტე გოგელიას დირექტივების შემსრულებელი, ახლა კი ივანიშვილისა და ტრიპოლსკის დირექტივებს ასრულებთ - ხედავთ რაიმე განსხვავებას?

კახა ბექაური: კომენტარის გარეშე დავტოვებ მაგ შეკითხვას.

- თქვენი აზრით, ივანიშვილის ცოლის დაფუძნებული და მისი პრეს-სპიკერის, ირაკლი ტრიპოლსკის მიერ მართული „მეცხრე არხი“ თავისუფალი ტელევიზიაა?

- კი, რა თქმა უნდა.

- მას არ მართვას ივანიშვილი და ირაკლი ტრიპოლსკი?

- რა თქმა უნდა, არა.

- თქვენ ამბობთ რომ არხს ტრიპოლსკი არ მართავს, ტელევიზიიდან წამოსული ჟურნალისტები კი, (მაგალითად თამარ კვარაცხელია) აცხადებენ, რომ თქვენ იქ მხოლოდ დეკორაცია ხართ, „პარადი“ კი ტრიპოლსკის მიჰყავს, რომლის კაბინეტშიც საკმაოდ ხშირად დარბიხართ ქაღალდებით ხელში...

- კომენტარის გარეშე.

- „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები, პრესკონფერენციებზე შეკითხვასაც კი ვერ სვამენ და არასდროს ინტერესდებიან თემით, რომლის გასაშუქებლადაც იმყოფებიან. ალბათ თქვენი პროფესიონალიზმი ეტყობათ...

- ეს ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენებურად.

- ვიდრე ჩვენ შევაფასებთ, თქვენ გვითხარით, მე-9 არხის ჟურნალისტები შეკითხვებს რომ ვერ სვამენ, ეს თქვენი განსაკუთრებული ტაქტიკაა თუ ბატონი ივანიშვილის ფსიქოანალიტიკური რჩევა?

- როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ და როგორც თქვენ გინდათ ისე შეაფასეთ, მათი პროფესიონალიზმი, ნახვამდის“.

ერთი სიტყვით, მრავალ ტელევიზიაზე გადამხტარი ბექაურიც გაერია მარაქაში. როდის იყო ბექაური ჟურნალისტიკის ნორმების დამდგენი, ეს მისმა ცოლმაც კი არ იცის. ბექაური პირველ არხზე ფინანსებს განაგებდა და სწორედ მაქინაციების და თაღლითობის გამო გამოისროლეს არხიდან.

მერე კარგა ხანს დეპრესიაში მყოფი, მეუღლესთან ერთად მსოფლიო ჟურნალისტიკას აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ ვერ ხედავდა ისეთ მედია–საშუალებას, სადაც მისი ბრგე მხრებით შეძლებდა ჟურნალისტიკის ჭაპანის ზიდვას. ახლა იპოვა ადგილი, სადაც მისნაირებს დაუდევთ ბინა. თუმცა მას ბევრად დიდი უპირატესობა აქვს იმ „ბინაში“. როგორც ამბობენ, ბიძინა მართლა ძალიან გიჟდება თავისნაირ აზროვნებით „ჩია“ კაცებზე.

სწორედ ერთი ეგეთი სასწაულია ბიძინას კარზე ბექაური. სტატუსით პატარა კაცი დიდი ამბიციებით. იმედია, ბექაურის ვიწრო მხრები გაუძლებს იმ მძიმე ტვირთს, რასაც ბიძინას მონობა და ტრიპოლსკის თანაშემწეობა ჰქვია...

წყარო: http://presa.ge/new/?m=politics&AID=15096

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100