სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე უცნაური ოპერაცია - პაციენტს დონორის გული გადაუნერგეს, თუმცა საკუთარიც დაუტოვეს სხეულში

ეს უცნაური შემთხვევა ინდოეთში მოხდა - 56 წლის მამაკაცისთვის გული უნდა გადაენერგათ, როდესაც ქირურგმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ პაციენტისთვის 17 წლის დონორის გული საკმაოდ პატარა აღმოჩნდა. ექიმმა გოპალა გოკჰალემ გადაწყვიტა, რომ ახალი გული მოეთავსებინა ორგანიზმში, თუმცა ძველი არ ამოეღო და ორივეს ერთად ემუშავა. ისინი სისხლძარღვებით დაუკავშრეს ერთმანეთს, თუმცა ორივე ცალ-ცალკე ფუნქციონირებს.

პაციენტი, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, ახლა სტაბილურად არის, თუმცა ქირურგები ირწმუნებიან, რომ მალე მას სხვა პრობლემები შეექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100