სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნის არსებობას 10 წამში ადგენს

ტექსასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ინჟინერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც უჯრედის ტესტის საფუძველზე 10 წამში ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადების არსებობას ადგენს. ამის შესახებ Mediacl Express-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ამ ტესტით დადგენილი დიაგნოზის სისწრაფე 150-ჯერ აღემატება აქამდე დანერგილი ტექნოლოგიების სიჩქარეს.

მოწყობილობა ქირურგებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ სხეულის რომელ ნაწილზეა სიმსივნე მოდებული, რაც ოპერაციის დაჩქარების საშუალებასაც იძლევა.

ინოვაციური ტექნოლოგიის ექპერიმენტმა ტესტის სიზუსტე 96%-ით აჩვენა, რის შემდეგაც ახალი გამოგონება წარმატებულად მიიჩნიეს. ამ ტესტის წყალობით უკვე 253 ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანს აღმოუჩინეს სიმსივნე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100