შიშობენ, რომ უიტნი ჰიუსტონის ქონებას მისი 19 წლის შვილი ნარკოტიკებში გაფლანგავს
უიტნი ჰიუსტონის ოჯახში არ წყდება დავა მის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქონების ერთადერთი მემკვიდრე უიტნის ქალიშვილი ბობი კრისტინა გახლავთ.
მაგრამ 19 წლის გოგონასთვის ამხელა თანხის გადაცემაზე ოჯახის წევრები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.
საქმე იმაშია, რომ გოგონა რთულად აღსაზრდელად ითვლება და არაერთხელ არის დაკავებული აკრძალული პრეპარატების გამოყენებასა და ალკოჰოლის მიღებისთვის.
როგორც ჰიუსტონების ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი აცხადებს, ბობი კრისტის კოკაინის მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ორჯერ მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში. დიდი შანსია, რომ მან გაიმეოროს დედის ბედი, მით უმეტეს, თუ ასეთი ქონების მფლობელი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ უიტნი ჰიუსტონის მეუღლე ბობი ბრაუნი ამ ბოლო დროს განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს შვილის მიმართ, მომღერლის ქონებიდან ცენტსაც კი არ მიიღებს, - ირწმუნებიან ჰიუსტონის ოჯახის წევრები.
კომენტარი