თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air 2023 ფესტივალი იწყება
თიბისის მხარდაჭერით 23 ივნისს რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air იწყება.
ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდება. 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას საყოველთაოდ ცნობილ უცხოელ არტისტებთან: Kaleo, Moderat, Rejjie
Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul
ერთად,
ქართველი ბენდები Bedford Falls, Circus
Mircus, Skazz და სხვა მუსიკოსები დაიკავებენ. 23 ივნისს კი ფესტივალის მთავარ სცენაზე ინგლისელი შემსრულებელი Tom Odell წარსდგება.
კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძება Tbilisi Open
Air 2009 წელს Altervision
Group-ის ინიციატივით დაარსდა, რომელსაც თიბისი პირველივე წლიდან უჭერს მხარს. ფესტივალზე მონაწილეობა 1000-ზე მეტმა შემსრულებელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები, როგორებიცაა: Deep Purple,
Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.
თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი
მიმართულება ახალი თაობის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, მუსიკალური კულტურის საქართველოში პოპულარიზაცია და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მე-14 წელია Tbilisi Open
Air-ის მხარდამჭერია და მათთან ერთად დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს.
ფესტივალის აბონემენტისა და დღიური
ბილეთების
შეძენა თიბისის ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის 10%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს - www.tkt.ge/openair
კომენტარი