სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალში ე.წ. გენპროკურორის სახლს ყუმბარმტყორცნის ჭურვი ესროლეს

დილის 5 საათზე „რია ნოვოსტიმ“ ცხინვალში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში დაუდგენელმა პირებმა ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურორის, თეიმურაზ ხუგაევის საცხოვრებელ სახლს. სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა 05.10 საათზე მოხდა. სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ხუგაევის თქმით, მისი და მისი მეზობლის სახლებში ფანჯრების მინები ჩამსხვრეულია. ვარაუდობენ, რომ სახლს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. კედელზე დარჩენილია 30 სმ სიგრძის ღრმული. „რია ნოვოსტი“ ერთ-ერთ მცველზე დატრდნობით იუწყება, რომ გასროლა მეზობლად მდებარე სახლის ეზოდან მოხდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100