სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს, სწორედ ამ წამს შენ მომენატრე

დღეს, სწორედ ამ წამს შენ მომენატრე,

სახლი მომინდა,

საჩვენო სახლი,

გახვითქულ ლოდინს ამოვეფარე

და

მარტოობის მივენდე ძახილს...

ჩემი ცის ფერი გაჩუქე,ჩემო...

ჩემი ზღვა მხოლოდ შენთვის ვაღელვე,

იქნებ იმედი გამოიმეტო,

იქნებ ოცნებას ჩემთვის დანებდე.

უდღეურივით მივყვები ქუჩას,

შენი ჩრდილისფრად ელავდა ვერხვი,

სევდას კი ბოლო არაფრით უჩანს,

თქმა მინდა, მაგრამ ვერავის ვეტყვი.

ჩვენი სახლის გზა მეტად შორია,

სადღაც მთაშია,

მიუვალ მხარეს,

ბილიკზე პეპლებს მოუთოვიათ

და ჩემი სევდაც მათ მივაბარე.

აშქერილიყო ბინდი მდელოზე,

როგორც არასდროს,მენატრებოდი...

ელფებმა მთვარე თეთრით შემოსეს,

მეგონა აღარ დავიღლებოდი...

დილის მადლივით სუფევდი ირგვლივ,

ზღვა სავსე იყო მზითა და შენით,

ვნების სურნელი ზეცისკენ მიდის,

ვარდით მოსილი ფერდასამშვენით...

მივყვები უხმოდ,სახლის გზას ჩვენსას...

იქნება დამხვდე,

იქნება გნახო...

წვიმის მთესავი ნაკადულს თესავს,

აარაკრაკებს ჩვენს სახლთნ ახლოს...

ისე მომინდა ცხოვრება შენთან,

შენთან სიბერე და ბოლო ჟამი,

სიმთელე,

თითო-ოროლა დღეთა,

ყველასაგან

და ყველაფრით დაღლილს..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100