სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერე რა, რომ მილიარდერი ხარ, "თავანი უნდა ჩააბარო!"

ბრიტანელი მიალიარდერი რიჩარდ ბრენსონი ნაძლევის წაგებამ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. მან ფეხები გაიპარსა, მოკლე კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა და ერთი დღე კომპანია Air Asia- რეისზე სტიუარდესად იმუშავა.

Lotus Racing-ის მფლობელ ტონი ფერნანდესთან რიჩარდ ბრენსონმა ნაძლევი 2010 წელს წააგო, მაშინ როდესაც ბრენსონი გუნდ „ფორმულა-1 Virgin Racing“-ის მეპატრონე გახლდათ. ფერნანდესი და ბრენსონი დანაძლევდნენ, რომ კონსტრუქტორების თასის გათამაშებაში ამ ორი გუნდიდან დამარცხებულის მეპატრონე ერთი დღით სტიურადესას როლს მოირგებდა.

რიჩარდ ბრენსონს სხვადასხვა მიზეზების გამო „თავანის ჩაბარება“ დროში გაეწელა, თუმცა ნაძლევის წაგებიდან 2 წლის შემდეგ წაგებულმა მილიარდერმა „გაფუფლოებისგან“ თავი დაიხსნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100