სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ФСБ- მ გამაგზავნა საქართველოში ინფორმაციის მოსაპოვებლად - რუსული სპეცსამსახურების კიდევ ერთი აგენტის აღიარება

CNN-ის ინფორმაციით, დადგენილია რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის ვინაობა, რომელიც საქართველოში დაუფარავად მუშაობდა.

მიხაილ სოკოლოვი აღიარებს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში საგანგებო მისიით მოავლინეს.

ჯაშუში ყვება, რომ რუსულ ოპოზიციაზე კრემლის გაძლიერებული წნეხის შემდეგ საქართველოში გამოგზავნეს, სადაც რუსეთში რეპრესიებს გამოქცეული ემიგრანტების რიცხვი იზრდებოდა.

მას საქართველოში ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა და კრემლში უნდა გაეგზავნა. ახალგაზრდა "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა უბიძგა, კრემლის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა შეეწყვიტა.

"მათ მე შემომთავაზეს მარტივი არჩევანი - ან უნდა მეთანამშრომლა მათთან, ან ციხეში წავიდოდი ბევრი წლით. მე ვიყავი 19 წლის სტუდენტი, ძალიან შემეშინდა. ძალიან ბევრი ისტორია, ვიდეოკადრებიც კი არსებობს, როგორ ექცევიან ხალხს ციხეში. ამაზე ფიქრიც კი ძალიან შემზარავია. ამის შემდეგ, ფეესბემ გამაგზავნა საქართველოში, სწრაფად მზარდი რუსული ემიგრაციიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად. რეჟიმს გაქცეულებისთვის თვალის სადევნებლად ფეესბეს ჯგუფი ადგილზე ჩავიდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მე მივწერე ფეესბეს ხალხს, რომ ეს ომი მათ დაიწყეს, რომ ეს იყო საშინელება. ძალიან დიდი და ღრმა დანაშაულის გრძნობაა, ეს წარსული“. - ამბობს რუსი ჯაშუში.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსი აგენტი აღიარებს, რომ საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.
მანამდე ღიად ვსევლოდ ოსიპოვი ალაპარაკდა.

როგორც ჩანს, რუსეთის აგენტურული ქსელისთვის საქართველოს საზღვარი ღიაა. სამაგიეროდ იგი დაკეტილია მათთვის, ვინც პუტინის რეჟიმს ღიად უპირისპირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100