სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ფიჯისთან მატჩს ბორჯღალოსნების კაპიტანი და რამდენიმე მორაგბე ტოვებს

ფიჯისთან მატჩს ბორჯღალოსნების კაპიტანი და რამდენიმე მორაგბე ტოვებს - ოფიციალური მიზეზი უცნობია.

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ატარებს.

შეხვედრას, რომელიც ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება, სხვა რამდენიმე მორაგბესთან ერთად, გამოტოვებს გუნდის კაპიტანი, ბუკა (მერაბ) შარიქაძე. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გარდა შარიქაძისა, იმ მორაგბეებს შორის, რომლებიც ფიჯისთან მატჩში არ იღებენ მონაწილეობას, არიან ლუკა ჯაფარიძე და ბექა გიგაშვილი.

შემადგენლობაში ცვლილებები არის. ბუკა შარიქაძის გარდა რამდენიმე მოთამაშე აკლია. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. მიზეზები სხვადასხვაა“.

ამ კითხვებზე მწვთნელმა გასცა პასუხი: რომ [ყველა მოთამაშე] სხვადასხვა მიზეზით გვაკლია. არსებული შემადგელობა არის საუკეთესო ვარიანტი, ვინც შეიძლება გვყავდეს ამ ეტაპისთვის, - უთხრეს რადიო თავისუფლებას რაგბის კავშირის პრესცენტრში.

ოთხ ივლისს, ბორჯღალოსნების მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა განაცხადა: „რამდენიმე მორაგბე ტრავმირებულია, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ არის ჩვენთან“.

მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვინ არის ტრავმირებული, ან რა არის ეს „სხვადასხვა მიზეზი“.

კაპიტნის არყოფნის დეტალები არ არის დაზუსტებული არც რაგბის კავშირის გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც მატჩის წინ გავრცელდა და სადაც შემადგენლობაა დასახელებული.

დეტალებს არც ახლა აზუსტებენ რაგბის კავშირში.

„ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს. ზოგადად, ყველა მოთამაშის [შესახებ ინფორმაცია] არის კონფიდენციალური“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პრესცენტრში.

კომუნიკაციებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას კაპიტნის არყოფნასთან დაკავშირებით კითხვაზე უთხრეს, რომ „დღევანდელ შეხვედრას ჰყავს კაპიტანი, ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი, ბექა გორგაძე“.

ბექა გორგაძე მესამედ უკაპიტნებს საქართველოს ნაკრებს.

ბუკა შარიქაძის არყოფნის მიზეზთან დაკავშირებით განმეორებით დასმულ კითხვაზე კი გვითხრეს, რომ თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე შესაძლებელი იქნება კითხვის დასმა.

საქართველოს ნაკრები, აქამდე ფიჯის 7-ჯერ დაუპირისპირდა და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეძლო, ერთი მატჩი კი - ფრედ დასრულდა.

ფიჯისთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები ზაფხულში კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ – 13 ივლისს იაპონიასთან, 20 ივლისს კი ავსტრალიასთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100