სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რულეტი ჩეხურად

მასალა:

1 კილოგრამი ხბოს გულ-მკერდი

100 გრამი სალა

100 გრამი ღორის ან შებოლილი ხორცი

100 გრამი კარაქი ან მარგარინი

1 ცალი მჟავე კიტრი

2-3 ცალი კვერცხი

ცოტა ფქვილი

ხორცს გავაცალოთ ნეკნები, გულ-მკერდი დავბეგვოთ და მოვაყაროთ მარილი. ხორცი ტაფაზე დავალაგოთ რიგრიგობით სალის თხელ ნაჭრებთან და ღორის (ან შებოლილ) ხორცთან ერთად, შემდეგ დავფაროთ ცოტა შეგრილებული ერბო-კვერცხით, რომელზეც თანაბრად გადავანაწილოთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი. გულ-მკერდი მჭიდრო გადავახვიოთ, შევკრათ ძაფებით და შევწვათ ცხელ ცხიმში. პერიოდულად ვუმატოთ ცოტა წყალი და ზემოდან ვასხათ ცხიმი. წვისაგან მიღებულ სოუსში სისქისათვის დავამატოთ ცოტა ფქვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100