ვარდის მურაბა
მასალა:
ვარდის ფურცელი (გაწურული) - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 4 კილოგრამი
წყალი - 7 ჩაის ჭიქა
ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრათ, თესლი არ მივაყოლოთ, დავაყაროთ 1 კილოგრამი შაქრის ფხვნილი და ხელით კარგად ვსრისოთ; მაგრად გავწუროთ; დასრესილი, გაწურული ვარდის გუნდა ქილაში მოვათავსოთ, დავაყაროთ ზემოდან დარჩენილი შაქრის ფხვნილი, დავასხათ გამონაწური წვენი, დავახუროთ თავსახური და გრილ ადგილას შევინახოთ 1-2 დღე. ამის შემდეგ გადმოვიღოთ ქილიდან თავისი წვენით, კიდევ კარგად დავსრისოთ და გამოვწუროთ მისგან წვენი.
ჭურჭელში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი, ავადუღოთ, მერე მოვათავსოთ შიგ გაწურული ვარდი და ნელ-ნელა ვხარშოთ. შუა ხარშვაში რომ იქნება, ვარდის გამონაწური წვენი დავასხათ და ავადუღოთ, სანამ სიროფი კარგად არ შესქელდება. მურაბას უნდა ჰქონდეს ფაფისმაგვარი შესახედაობა.
კომენტარი