სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დათვები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და 100 ქილა ლუდი დალიეს

ნორვეგიის ჩრდილოეთით, სოფელ იარფორდში დათვები კერძო სახლში შეიჭრნენ.

ღამით, როცა სახლის პატრონი შინ არ იყო, დათვმა სამ ბელთან ერთად სახლის კედელი გამოანგრია და შიგნით შევიდა. მათ „მიირთვეს“ ყოველგვარი ტკბილეული, თაფლისა და შოკოლადის ჩათვლით. ამ ყოველივეს კი 100 ქილა ლუდიც დააყოლეს.

ყველაფერთან ერთად ცხოველებმა სახლში ნამდვილი აურზაური მოაწყვეს. დაამტვრიეს საწოლები, კარადები, კედლებიდან ჩამოყარეს თაროები. მაცხოვრებლები შინ დილით დაბრუნდნენ და „დამნაშავეები“ ფეკალიებითა და თათების ანაბეჭდებით ამოიცნეს.

როგორც სოფლის მაცხოვრებლები ირწმუნებიან, მსგავსი შემთხვევა პირველად არ დაფიქსირებულა. დათვები ამ ყოველივეს დროდადრო იმეორებენ, მაცხოვრებლებს კი ამ ქმედების აღმოსაფხვრელად ჯერჯერობით არავითარი ზომები არ მიუღიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100