სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ობამა და მედვედევი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ

რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა ჰონოლულუში გამართული მოლაპარაკებებისას ვერ შესძლეს საკუთარი პოზიციების შეჯერება ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პოზიციები ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხზე ჯერ-ჯერობით საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან. მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, იგი იმედოვნებს, რომ მომავალში მხარეები შესძლებენ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

"თუ ჩვენ შევძლებთ ისეთივე ძალისხმევის გამოჩენას, როგორსაც ვავლენთ სხვა საკითხების გადაწყვეტისას, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ შეთანხმებას", - განაცხადა მედვედევმა.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი აშშ-სგან მოითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ევროპის კონტინენტის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არ იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. საპასუხოდ აშშ და ნატო რუსეთს სთავაზობენ ერთობლივ მონიტორინგს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნისას, რათა მოსკოვი დარწმუნდეს, რომ ის მიმართული არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100