სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისელი მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან

ქუთაისში, სხვადასხვა მარშუტით მოძრავი ავტობუსების მძღოლები ქალაქში დაზიანებული გზების შეკეთებასა და მიკროავტობუსების რიცხვის შემცირებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მძღოლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. გამაფრთხილებელ აქციას მე-4, მე-5, მე-19 და მე-20 ავტობუსების მძღოლები შეუერთდნენ.

მე-5 და მე-20 ავტობუსების მძღოლების მოთხოვნას, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ე.წ. პასილოკის დასახლებაში გზის დაზიანებული საფარის აღდგენა წარმოადგენს.

გზის საფარის აღდგენის გარდა, მძღოლების მოთხოვნას ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების რიცხვის შემცირებაც წარმოადგენს.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ გზასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს. რაც შეეხება მიკროავტობუსების რაოდენობას, სამსახურში მძროლების პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

რაც შეეხება მძღოლების მიერ დასახლელებულ გზის პრობლემას, კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილსი თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული გზა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა შეაკეთოს. როგორც ჭანჭალეიშვილი ამბობს, გზა უკვე დაპროექტებულია და ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისათვის საჭირო 2.5 მილიონი უკვე დევს.

თავიანთი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთზვევაში მძღოლები მასშტაბური გაფიცვით იმუქრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100