სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ - კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ - აცხადებს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციას უპირისპირდება:

"ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, [პირველი არხი] – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ 10 ქვეყანაში ვიზიტის ნებართვა არ მისცა, თუმცა პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპაში მაინც გაემგზავრა. ის დღეს გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100