სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმუშავე საიდანაც გინდა - აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას აძლევს

აქ.ახლა, თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს აქვს სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს - ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს.

თიბისისთვის თითოეული თანამშრომლის ბედნიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანიამ გუნდის წევრების მოსაზრების გასარკვევად, გამოკითხვა ჩაატარა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო.

გამოკითხვის მიხედვით, თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას, 87% კი პერმანენტულ ან ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, დისტანციურად მუშაობით გაიზარდა თიბისის გუნდის წევრების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება.

გარდა ამისა, თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება და გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს.

აქ და ახლა, თიბისი მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლებს უფრო მოქნილ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ჩვენ მიმდინარე გამოწვევის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობაზე გადავიყვანეთ, გააზრებული გვქონდა, რომ თიბისი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო. გამოწვევებთან ერთად, ახალი რეალობა თიბისისთვის ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა, რამაც დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობით კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. თიბისიმ გრძელვადიანი, სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. წინ საინტერესო პერიოდი გველის“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლებს არჩევანის უფლება მისცეს:

- თიბისელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სახლიდან იმუშაონ, დისტანციურად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას;

- თიბისლებს, ვისაც სამსახურში დაბრუნება სურთ, ამის შესაძლებლობა 15 ივნისიდან, ეტაპობრივად ექნებათ;

წლის ბოლომდე, ოფისში მუშაობას თიბისის თანამშრომლების მხოლოდ 25% შეძლებს, ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100