სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შესაძლებელია სიკვდილიც: კორონავირუსის გამო, ექიმები ალა პუგაჩოვას მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან

შესაძლებელია სიკვდილიც: კორონავირუსის გამო, ექიმები ალა პუგაჩოვას მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ-ერთი რუსული გამოცემა პრიმადონაზე.

"მე მოხუცი და ავადმყოფი ქალი ვარ" - ამ სიტყვებს ბოლო პერიოდში ხშირად ამბობს ალა პუგაჩოვა. ექიმები აცხადებენ, რომ რუსეთის მთავარი მომღერალი განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება.

როგორც ექიმები ამბობენ, ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ამ პანდემიის დროს. მათთვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს ის ვირუსი, რომელმაც თითქმის 145 ათასი ადამიანი იმსხვერპლა მსოფლიო მასშტაბით.

72 წლის მომღერალს მრავალი დაავადება აქვს გადატანილი და ჯანმრთელობას უჩივის. რამდენიმე წლის წინ, მაღალი ქოლესტერინის და რამდენიმე არტერიის საშიში შევიწროების გამო, პრიმადონამ სტენტირება ჩაიტარა. შემდეგ, ისრაელის კლინიკაში, მომღერალს კვლავ ჩაუტარდა გულის ოპერაცია.

და ეს ყველაფერი არ არის... 1986 წლის სექტემბერში ალა ჩერნობილში მღეროდა, სადაც, რადიაციამ მასზე ცუდად იმოქმედა. მას შემდეგ მისი ენდოკრინული სისტემა განადგურდა.

თავის მხრივ, ამან გამოიწვია მეორე ტიპის დიაბეტი. სისუსტე, ქოშინი, სიარულის სირთულე, თვალების დაბინდვა, გულმკერდში წვა და თავის ტკივილი. სწორედ ამიტომ, ამ პანდემიის პერიოდში ალა პუგაჩოვა ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100