სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გილაურმა ბოლო ექვსი თვის ეკონომიკური აქტივობა შეაჯამა

ინფლაციის შემცირებული მაჩვენებელი და გაზრდილი იმპორტი, ასეთია სურათი ბოლო ექვსი თვის ეკონომიკური აქტივობისა. ეკონომიკური აქტივობა ნიკა გილაურმა შეაჯამა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დადებითი შედეგები დაფიქსირდა ექსპორტის კუთხით, მაჩვენებელმა, ამ მიმართულებით, შარშანდელთან შედარებით, 44 პროცენტით მოიმატა. გილაურის თქმით, შემცირებულია ინფლაციური წილი ორი პროცენტით. მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხდომაზე აქცენტი ტურისტების სიმრავლეზეც გაკეთდა. მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში წელს უკვე მილიონ ორასი ათასამდე ტურისტი შემოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100