სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯაჯო, ნანუკა, მაია, ფრთხილად იყავით კონკურენტი გამოგიჩნდათ“

„ჯაჯო, ნანუკა, მაია, ფრთხილად იყავით კონკურენტი გამოგიჩნდათ“ - ამ სიტყვებით დაასრულა პირველი გადაცემის ჩაწერა ახალი გასართობი შოუს „კრაზანას“ წამყვანმა ლიზა ვადაჩკორიამ.

გადაცემა, რომელიც ქართულ ტელესივრცეში სულ მალე გამოჩნდება მართლაც გავს უკვე ასრებულ გასართობ შოუებს, თუმცა როგორც შემქმნელები გვპირდებიან ის უფრო მწავე და კრიტიკული იქნება.

„თუმცა ნუ შეგეშინდებათ, კრაზანა იკბინება, მაგრამ არ კლავს“ - ამბობს გადაცემის ავტორი და წამყვანი ლიზა.

ახალი შოუ ტელეკომპანია იბერიას ეთერში ყოველ სამშაბათს გავა. მისი პირველი სტუმრები კონკურენტი შოუების პროდიუსერები, ქართული მედიის რეიტინგული გამოცემების რედაქტორები და ყველაზე რეიტინგული ქართველი სელებრითები იყვნენ.

დრონი.ჯი ულოცავს ლიზა ვადაჩკორიას ახალ წამოწყებას და წარმატებებს უსურვებს მის შოუს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100