სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

დღეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბოლნისში გაიმართა აქცია მოთხოვნით - შეწყდეს ადამიანების ციხეში ჩასმა მარიხუანას მოხმარების გამო! შეწყდეს იძულებითი ნარკოტესტირება!

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს აღარ დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვის გამო.

ასევე საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი და სამარცხვინო პრაქტიკის - შემთხვევითი შერჩევის წესით მოქალაქეთა დაკავების და მათი იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტას.

გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას თბილისის აქციიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100