ნონა გაფრინდაშვილის აზრით, ოქრუაშვილის თემა ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული
სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის, ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილის თემა იყო გარკვეულწილად ხელისუფლებასთან შეთანხმება.
"ჯერ განაცხადეს, რომ 25-ში აპირებდნენ აქციას. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ გამოცხადდნენ ჩვენს აქციაზე და ნახევარ საათში ჩვენთან აღმოჩნდნენ. ჩვენ ხელს ვერ ვკრავდით და მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენ შორის კოორდინირებული მოქმედება იქნებოდა. მეჩვენება, რომ "ქართული პარტია" არის გაყოფილი, რადგან ამ განცხადებების შემდეგ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 25-ში აქცია საერთოდ აღარ გაემართათ და ოქრუაშვილის ჩამოსვლის გეგმა გაუქმებულიყო. მიმაჩნია, რომ ამ თამაშში არ მონაწილეობენ ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე. სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა ისინი "გადააგდეს". ოქრუაშვილის თემა იყო შეთანხმება გარკვეულწილად ხელისუფლებასთან, რომ ოქრუაშვილი დაჰკავშირებოდა რამენაირად ჩვენს აქციებს. ეს აქციები კი ამის შემდეგ დაკავშირებულიყო რუსეთთან", - განაცხადა გაფრინდშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარი