სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა რომელმაც 95 კგ დაიკლო, ოცნების სამსახური იშოვა

ქალმა რომელმაც 95 კგ დაიკლო, ოცნების სამსახური იშოვა! ჰარიეტ ჯენკინსმა მოახერხა, 9 ზომით ნაკლები გამხდარიყო და ოცნების სამსახური ეშოვა. Slimming World-ის ვერსიით, ის "წლის ქალად" დაასახელეს.

25 წლის გოგო 18 თვეში განახევრდა – მან 95 კგ დაიკლო, თანაც ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე. ახლა მისი წონა 177 სმ-ზე 73 კგ-ია და 10 ინგლისურ ზომას (ქართულ 44-ს) ატარებს.

ჰარიეტი ბავშვობიდან იტანჯებოდა ზედმეტი წონისგან, მაგრამ კატასტროფულ მასშტაბებს მას შემდეგ მიაღწია, რაც 2002 წელს მამამისს უკურნებელი სენის დიაგნოზი დაუსვეს. ჰარიეტი სტრესისგან გამუდმებით ჭამდა. 2003 წლის გაზაფხულზე მამა გარდაიცვალა, ხოლო ჰარიეტი ვერ ჩერდებოდა, კატასტროფულად იმატებდა წონაში.

მის ჯენკინსი მასწავლებლად მუშაობის დაწყებაზე ოცნებოდა. 2008 წელს ნოტინჰემის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უიმედოდ ეძებდა გასაუბრებისთვის 30 ზომის (დაახლოებით ჩვენი 64 ზომა) ტანსაცმელს. აი, რას იხსენებს თავად ჰარიეტი: "წელიწადნახევრის წინ 168 კილოგრამს ვიწონიდი, არ მქონდა სამუშაო, ქუჩებში საშინელ რეპლიკებს მესროდნენ, ხოლო ჩემი ოჯახი განიცდიდა, რომ მე შესაძლოა, დიდხანს არ მეცოცხლა", - წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.

როცა ჰარიეტი მეგობრის რეკომენდაციით Slimming World-ში გაწევრიანდა, აღმოჩნდა, რომ ის 38 კგ-ით მეტს იწონიდა, ვიდრე თავად ეგონა. გადავიდა ბოსტნეულსა და ხილზე, უარი თქვა ნახევარფაბრიკატებსა და ფასტ-ფუდზე.

როგორც კი გოგონამ გახდომა დაიწყო, მან მეტად აქტიური ცხოვრება დაიწყო – მეტს მოძრაობდა და ჰაერზე სეირნობდა. ახლა ჰარიეტი ყოველდღე დარბის.

გოგონა, რომელსაც "წლის ქალის" წოდება მიანიჭეს, ამაყობს, რომ წონას უკვე აკონტროლებს და ისე დაიკლო, რომ ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. ჰარიეტი დარწმუნებულია საკუთარ თავში და სამუშაოსგან, რომელზეც ის ოცნებობდა, დიდ სიამოვნებას იღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100