შაურმამ 9 ადამიანი მოწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შაურმის მოწამვლის შედეგად ცხრა ადამიანია მოთავსებული.
ერთ-ერთი მათგანი მცირეწლოვანია. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ცუდად ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საშაურმეში შეძენილი შაურმის შედეგად მოიწამლნენ. ექიმის განმარტებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ, ინფორმაციას კი მოწამვლის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაუგზავნიან.
კომენტარი