სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაზე მტკივნეულია იმის ნახვა, თუ როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა ბოლო თვეებში" - ედუარდ სააკაშვილმა ექსპრეზიდენტის შესახებ CNN-თან ისაუბრა

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში ვრცე­ლი ბლო­კი მი­უ­ძღვნა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სა­კითხს. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ბოლო კად­რე­ბი, ასე­ვე აჩ­ვე­ნეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ისა­უბ­რეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­წამ­ვლის სა­კი­თხზეც. CNN-ს მა­მის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ესა­უბ­რა. "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმა­ლავ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ მე მქონ­და მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ვხე­დავ­დი, რო­გორ უა­რეს­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია იმის ნახ­ვა, თუ რო­გორ უა­რეს­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვე­ებ­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი ცხა­დად აჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა", - თქვა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­რცე­ლებს ინ­სი­ნუ­ა­ცი­ებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ყალ­ბია, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­დავ კად­რებს, ცხა­დია, რამ­დე­ნად მძი­მეა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. კი­თხვა­ზე, ხომ არ ნა­ნობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, არ მინ­და მის მა­გივ­რად ვი­ლა­პა­რა­კო, მაგ­რამ ვი­ტყო­დი, რომ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რაც მოხ­და, ეს იყო მცდა­რი ნა­ბი­ჯი“. "ის, რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ჰქონ­და, ცხა­დია იმა­ზე უა­რე­სი იყო, რა­საც ვინ­მე ელო­და. ერ­თია ვინ­მე ჩას­ვა ცი­ხე­ში, ეს რა თქმა უნდა, მძი­მეა ოჯა­ხის­თვის, მაგ­რამ მე­ო­რეა ადა­მი­ა­ნის ასე­თი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა პა­ტიმ­რო­ბა­ში ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აშ­კა­რაა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლის ზღვარ­ზეა - ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100