სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

31 ივლისი საკმაოდ დატვირთული დღეა ქართული დელეგაციისათვის ლონდონის ოლიმპიადაზე - ასპარეზობაში მონაწილეობას 3 ქართველი სპორტსმენი მიიღებს, რომლებიც სამ განსხვავებულ სახეობაში გამოვლენ და მედლებისათვის იბრძოლებენ.

ჩვენი მთავარი იმედი დღეს ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილია, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩაერთვება და იმედია, რომ დღის მეორე ნახევრამდე გაძლებს ტატამზე, როდესაც მედლების მფლობელთა ვინაობა უნდა გაირკვეს.

მშვილდოსანი ქრისატინე ესებუა აგრძელებს წინ მოძრაობას და დღეს 1/32 ფინალში მისი მეტოქე ძლიერი ჩილელი დენის ვან ლოემენი იქნება, რომლის ძლევის შემთხვევაში 27 წლის სპორტსმენის მეტოქე 1/16 ფინალში სამოელი მორინ ეალიფანოსა და სამხრეთ კორეელი ჯინ სუნგ ლის წყვილში გამარჯვებული იქნება.

ლონდონის დებიუტი გვექნება საწყლოსნო სახეობებში - ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე ბრასით ცურვაში ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

წყარო: http://internet.ge/?l=GE&m=8&sm=0&ID=8215

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100