სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წავალთ დაუმორჩილებლობაზე და მოლების შესასვლელებს გადავკეტავთ - გლდანის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

კიდევ ერთი აქცია იმართება ამჯერად ახმეტელის მეტროსთან - გლდანის ბაზრის მოვაჭრეები ბაზრობების გახსნასა და მუშაობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოლების პიკეტირებით იმუქრებიან.
1-ელი თებერვლიდან მხოლოდ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს ეძლევათ გახსნის საშუალება, ხოლო ბაზრობები ისევ დახურული იქნება, სწორედ ამის გამო, სხვადასხვა ლოკაციაზე მოვაჭრეების აქციები პერმანენტულად იმართება. როგორც გლდანის ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, მაინც გავლენ 1-ელ თებერვალს სავაჭროდ და თუ ხელისუფლება ამის საშუალებას არ მისცემს მათ, ისინი არც მოლების მუშაობას დაშვებენ:
"1-ელ ებერვალს ან გაიხნას ყველა ბაზრობაც, ან აღარ შევეგუებით ამ შეზღუდვებს, წავალთ დაუმორჩილებლობაზე და მოლების შესასვლელებს გადავკეტავთ. არ მივცემთ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალებას ზუსტად ისე, როგორც ჩენ არ გვაძლევს დღეს სახელმწიფო მუშაობის უფლებას. ან გაიხსნას ყველა სავაჭრო ობიექტი, ან - არც ერთი" - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100