ღია სივრცეში სპირბადის ტარება სავალდებულო გახდა
პირბადეების ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო გახდა. ამის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ძალიან კარგ დადებით დინამიკას, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი, როგორც ხედავთ, ასევე გამოჯანმრთელებულების ძალიან კარი დინამიკა გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უდნა, ჩვენ ვართ სავალდებული ვიზრუნოთ რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ და არ დავუშვათ გავრცლეების სწრაფი ზრდა.
სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყევტილება საბჭოზე, რომ პირპადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებში. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალქეებს ინფიცირებისგან და ამასთან ერთად დაავდების გავრცელებისგან, ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ეფექტური საშუალება და შესაბამისად, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კომენტარი