სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა კოშკაძის ლექსი - დედას კიბო აქვს

ღამეა,

დედას კიბო აქვს,

დროა გავიდეთ ქუჩაში დაიკო

და ვაჩვენოთ მთვრალ კაცებს

რითი დაგვაჯილდოვა ცხოვრებამ

დროა ვეჩვენოთ მთვარის შუქზე

მარტოხელა, მოწყენილ კლიენტებს

დედას ჭირდება ქიმია

და ცოტა ოდენი ყალბი ღიმილი

ის კვდება

ჩვენ ახლა გავალთ ქუჩაში დაიკო

და მთელი ღამე ვუგალობებთ

მის დაუნდობელ მეტასტაზებს

ბინძურ სიმღერას

და ვუცეკვებთ მის ტკივილებს

აკრძალულ ცეკვებს

და მოვიტანთ ფულს

დედას ჭირდება პური

და უამრავი თეთრი ტაბლეტი ყოველდღიურად,

ზვიგენის ძვლისგან დამზადებული

ქათქათა ტყუილი

და ერთი ჭიქა ონკანის წყალი მისაყოლებლად

ჩაიცვი დაიკო

ჩაიცვი თხლად და ბოზურად

და ნუ ტირი აქ

დედა გვიყურებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100