სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცებო, გეშინოდეთ ლამაზი ქალის!

მამაკაცისთვის ლამაზ ქალბატონთან სულ რაღაც ხუთწუთიანი საუბარი ისეთივე სტრესია,როგორიც პარაშუტით გადმოხტომა.

ლამაზმანის დანახვაც კი მამრობოთი სქესის წარმომადგენლებში სტრესული ჰორმონის –კორტიზოლის აწევას, მუდმივი კონტაქტი კი დიაბეტს, ჰიპერტონიასა და იმპოტენციას იწვევს, –აცხადებენ ესპანელი სწავლულები. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

ვალენსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა 84 სტუდენტზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. თითოეულ მათგანს ჩაკეტილ ოთახში, ლამაზი ქალის თანდასწრებით თავსატეხი ”სუდოკუ” უნდა გადაეწყვიტა.

აღმოჩნდა, რომ ოთახში ლამაზი ქალბატონის გვერდით სტუდენტის სისხლში ჰორმონის დონე მკვეთრად იზრდებოდა, გამოსვლისას კი ნორმაში დგებოდა. დაკვირვებამ საინტერესო შედეგი აჩვენა: ლამაზი ქალის დანახვისას მამაკაცში მზრუნველობის ინსტინქტი იღვიძებს და ამ დროს ხუთი წუთიც კი საკმარისია, რომ ორგანიზმში კოტრიზოლის დონემ პიკს მიაღწიოს, ეს კი მამაკაცისათვის უდიდესი სტრესია.

შედეგი კი სავალალოა: ჰორმონის მომატება და სტრესი ჯანმრთელობას ვნებს, ორგანიზმში უჯრედული მეტაბოლიზმის მოშლა კი ჩამოთვლილი დაავადებებისაკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100