სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვის გადარჩენის დროს გარდაცვლილი ოთო გურგენიშვილი პრეზიდენტმა მედლით დააჯილდოვა

„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთარ გურგენიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გვარცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ რომ 21 წლის ოთარ გურგენიშვილი ერთი თვის წინ რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდამ საკუთარი სიცოცხლე ბავშვის გადასარჩენად გაწირა. თვითმხილველთა ცნობით გზაზე მცირეწლოვანი ბავშვი გადადიოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გამოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, "ჯიპი" მას და მის მეგობარ გოგონას დაეჯახა. შედეგად ოთო გარდაიცვალა მისმა მეგობარმა კი სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100