სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რასმუსენი: „ჩვენ არ ვჩქარობთ ავღანეთის დატოვებას“

„ჩვენ არ ვჩქარობთ ავღანეთის დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ წამოწყებული ოპერაციების წარმოებას მანამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ“, - რასმუსენმა განუცხადა ჟურნალისტებს ჩიკაგოს სამიტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

რასმუსენის მხრიდან მსგავსი რეაქცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ოლანდის თქმით, საფრანგეთი ავღანეთიდან საკუთარი ჯარის გამოყვანას 2012 წლის მიწურულისთვის გეგმავს, ანუ დაგეგმილზე ერთი წლით ადრე.

რასმუსენის თქმით,ს საფრანგეთის მსგავსი გეგმები რთულად შესასრულებელია, რადგან ნატო ავღანეთიდან ჯარების ეტაპობრივად გამოყვანას გეგმავს.

ნატოს გენერეალურმა დირექტორმა დასძინა, რომ ოლანდი არჩევნებამდეც პირდებოდა საფრანგეთის მოსახლეობას ფრანგი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანას.

„პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან საკუთარი დაპირებები შეასრულონ. აღნიშნულ პროცესს კი ნატო გაუწევს კოორდინირებას და მისი დაგეგმვა ალიანსის შიდა კომიტეტებისა და სხდომების შედეგად მოხდება“, - განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100