სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტის გამო სექსსა და შოკოლადზე უარს ამბობენ?!

საკმაოდ უცნაური ჩამონათვალია იმ თვალსაზრისით, როდესაც დგები არჩევანის წინაშე, სწორედ, ამათგან აირჩიო შენთვის სასურველი ან აუცილებელი რამ… “რამ” უცნაურად ჟღერს არა? თუმცა არც ისე უცნაურად, თუ სოციალურ კვლევებს დავეყრდნობით…

თურმე კანადელი ქალების 40 პროცენტი აცხადებს, რომ ინტერნეტის ხათრით მზადაა სექსზე უარი თქვას. სოციალური კვლევების შედეგად, რომელსაც ქვეყანაში QMI Agency ატარებს, ასევე დადგინდა, რომ ამ ქტვეყნის მადნილოსნები შოკოლადსა და ყავასაც იოლად შეელევიან, თუ არჩევანის წინაშე დადგებიან!

ქალებზე არანაკლებად ყვარებიათ ინტერნეტი კანადელ მამაკაცებსაც. გამოკიტულთა ნახევარმა მზადყოფნა გამოთქვა, მთელი წლის განმავლობაში არ გაეკაროს ტელევიზორს, უფრო მეტიც, მამაკაცების 63 პროცენტი თანახმაა, მთელი წლის განმავლობაში წვეტი არ დალიოს, რათა შეუზღუდავი ინტერნეტი ჰქონდეს. გამოკითხვის შედეგებმა ზოგიერთი მოქალაქე აღაშფოთა, ვფიქრობ, რომ არც თუ უსაფუძვლოდ… P.S. და მაინც, თქვენ თუ დადგებით არჩევანის წინაშე, როგორ მოიქცევით? ყავა, შოკოლადი,სექსი თუ ინტერნეტი…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100