“ ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა, “ - გიული ალასანია სააკაშვილზე
ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა "ვივამედთან“ განუცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დაცვის მხარე სასჯელის დროებით გადავადებას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. "სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს. გუშინ პირდაპირ დამანახა - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა. ვითხოვთ, რომ ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს მას, რათა თავისი ჯანმრთელობა აღიდგინოს. დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგიდან. მე ეს მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება და რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
კომენტარი