სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Lensa, აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ვირუსულად მოედო, რუსმა დეველოპერებმა შექმნეს - რა საფრთხეები დგას მომხიბვლელი ფოტოების მიღმა

ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, ფოტო პროგ­რა­მა Lensa ყვე­ლა­ზე ხში­რად ჩა­მოტვირ­თუ­ლი აპ­ლი­კა­ცია გახ­და რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, iOS-ს სის­ტე­მა­ში. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა, App Store-ის ჩარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სწრა­ფად იზ­რდე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა. აპ­ლი­კა­ცია წლე­ბია არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვირუ­სუ­ლად ახლა გავ­რცელ­და, მი­ზე­ზი კი ისაა, რომ Magic Avatars-ის ფუნ­ქცია ახ­ლა­ხან და­ე­მა­ტა. პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შექ­მნათ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მომ­ხიბ­ლა­ვი პორ­ტრე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აპ­ლი­კა­ცია თქვე­ნი სუ­რა­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ქმნის. რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა პროგ­რა­მა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც რუსი დე­ვე­ლო­პე­რე­ბი არი­ან? - მო­დით, გან­ვი­ხი­ლოთ, გაქვთ თუ არა ში­შის სა­ფუძ­ვე­ლი იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლებ­მაც მისი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის 14 ლარი უკვე გა­და­ი­ხა­დეთ. სა­ი­დან გაჩ­ნდა Lensa? Lensa-ს აპ­ლი­კა­ცია iOS-ზე 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მოჩ­ნდა, ან­დრო­იდ­ზე - 2019 წლის იან­ვარ­ში. ნე­ი­რო­ნულ ქსე­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფოტო რე­დაქ­ტო­რი გლო­ბა­ლურ IT ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა რო­გორც "Photoshop-ი ერთი დაწ­კა­პუ­ნე­ბით". მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ფო­ტოს რე­ტუ­ში­რე­ბა, ფე­რის კო­რექ­ტი­რე­ბა და სხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ძა­ლი­ან სწრა­ფად და მარ­ტი­ვად შეს­რუ­ლე­ბა. Lensa-ს აპ­ლი­კა­ცი­ამ ძა­ლი­ან გა­ზარ­და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, რუსი დე­ვე­ლო­პე­რე­ბის Prisma Labs-ის რე­პუ­ტა­ცია. ახა­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის გაშ­ვე­ბის დრო­ის­თვის მათ უკვე ჰქონ­დათ პორ­ტფო­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი Prisma, რომ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბის პი­კიც 2016 წელს იყო, მა­შინ სმარ­ტფო­ნის მომმ­ხმა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ქმნიდ­ნენ მი­ლი­ო­ნო­ბით სუ­რათს. Apple-მა და Google-მა ფოტო რე­დაქ­ტო­რი წლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო აპ­ლი­კა­ცი­ად და­ა­სა­ხე­ლა; ამე­რი­კულ­მა Forbes-მა თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ალექ­სეი მო­ი­სენ­კო­ვი 30 წლამ­დე ასა­კის, ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­მავ­ლის მე­წარ­მე­თა სი­ა­შიც კი შე­იყ­ვა­ნა. 2018 წელს, მო­ი­სენ­კოვ­მა და­ტო­ვა კომ­პა­ნია და Prisma Labs-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ან­დრეი უსოლ­ცე­ვი გახ­და. 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, რუ­სე­თი­დან IT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მა­სი­უ­რი გა­დი­ნე­ბის ფონ­ზე, კომ­პა­ნი­ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვიპ­როს­ზე გა­დაყ­ვა­ნა და­ი­წყო. Prisma Labs შედ­გე­ბა ორი კომ­პა­ნი­ის­გან - Prisma და Lensa. 2022 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან Lensa არის ლი­დე­რი App Store-ში (არა Google Play-ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით) და სპონ­ტა­ნუ­რად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით აზი­ა­რე­ბენ გე­ნე­რი­რე­ბულ პორ­ტრე­ტებს. თა­ვად ან­დრეი უსოლ­ცე­ვი აცხა­დებს, რომ Lensa ახლა "ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ ჩა­მოტვირ­თუ­ლი" აპ­ლი­კა­ცი­აა App Store-ზე 11 ქვე­ყა­ნა­ში, "აშშ-სა და ბრა­ზი­ლი­ის ჩათ­ვლით". მისი თქმით, ფო­ტო­რე­დაქ­ტო­რი ახ­ლო­საა კი­დევ 22 ქვეყ­ნის ჩარ­ტე­ბის ტოპ 10-თან. რა არის უნი­კა­ლუ­რი Lensa-ს ახალ ფუნ­ქცი­ა­ში და რა­ტომ აკ­რი­ტი­კე­ბენ მას? Magic Avatars ფუნ­ქცია ქმნის პორ­ტრე­ტებს, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა სტილ­ში - სუ­პერ­გმი­რე­ბი, მის­ტი­კუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის გმი­რე­ბი. აპ­ლი­კა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს კი­ბორ­გად, კოს­მო­სურ ადა­მი­ა­ნად, ანი­მეს პერ­სო­ნა­ჟად, ან როკ ვარ­სკვლა­ვად აქ­ცევს. Lensa რამ­დე­ნი­მე დაწ­კა­პუ­ნე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შექ­მნათ უნი­კა­ლუ­რი სუ­რა­თე­ბი, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სი­უ­რად აყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ ავა­ტა­რებ­ზე Twitter-ში, Instagram-ზე, Facebook-სა და Telegram-ზე. ყო­ველ ჯერ­ზე, პროგ­რა­მა ქმნის უნი­კა­ლურ სუ­რათს, რომ­ლის მი­ღე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია აპ­ლი­კა­ცი­ა­ში "შე­ტა­ნი­ლი" სხვა­დას­ხვა სუ­რა­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ტე­ლე­ფო­ნის გა­ლე­რე­ი­დან "ჯა­დოს­ნო­ბის­თვის“ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში უნდა ატ­ვირ­თოთ 10-დან 20-მდე პორ­ტრე­ტი, კად­რი, ან სელ­ფი. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შექ­მნას ჩვე­უ­ლებ­რივ 15-30 წუთი სჭირ­დე­ბა. Lensa-ს შემ­ქმნე­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ნე­ი­რო­ნუ­ლი ქსე­ლი ჯერ კი­დევ არ მუ­შა­ობს იდე­ა­ლუ­რად, ამი­ტომ გთხო­ვენ და­იც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: ატ­ვირ­თეთ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩანს ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი, სა­სურ­ვე­ლია სუ­რათ­ზე მხო­ლოდ თქვენ იყოთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ მხო­ლოდ პორ­ტრე­ტუ­ლი კად­რე­ბი; თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ატ­ვირ­თეთ ფო­ტო­ე­ბი სა­ხე­ზე სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ე­ბით - და ისე, რომ პრო­ფი­ლი ორი­ვე მხრი­დან ჩან­დეს; არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბი. Lensa კრძა­ლავს შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის ატ­ვირ­თვას. ამავდრო­უ­ლად, ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და­რია სე­რენ­კო წერს, რომ აპ­ლი­კა­ცი­ის შემ­ქმნე­ლე­ბი პრო­პა­გან­დას უწე­ვენ ქა­ლე­ბის სექ­სუ­ა­ლი­ზა­ცი­ას. ის ამ­ბობს, რომ სხვა გე­ნე­რი­რე­ბულ სუ­რა­თებ­თან ერ­თად, მი­ი­ღო შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც, თუმ­ცა მან მხო­ლოდ ისე­თი ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თა, სა­დაც სრუ­ლად შე­მო­სი­ლი იყო. "მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ასე­ვე ჩი­ვი­ან, რომ ამ პროგ­რა­მამ მკერ­დი უჩ­ვე­უ­ლოდ გა­უ­დი­და“, - ამ­ბობს სე­რენ­კო, რო­მე­ლიც Lensa-ს შემ­ქმნე­ლებს სექ­სიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებს. უსოლ­ცევ­მა აღი­ა­რა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ქმნის სექ­სუ­ა­ლურ სუ­რა­თებს - და­ა­კონ­კრე­ტა, რომ ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ ქა­ლებს, არა­მედ მა­მა­კა­ცებ­საც. ფო­ტო­ე­ბის ატ­ვირ­თვა რუ­სე­ბის მიერ შექ­მნილ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში... არის თუ არა ეს უსაფრ­თხო? უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მა­ზე შეშ­ფო­თე­ბის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი Lensa-ს რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბია. აპ­ლი­კა­ცია უკ­რა­ი­ნა­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პირ­და­პირ მო­უ­წო­დე­ბენ ხალ­ხს, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნონ ფოტო რე­დაქ­ტო­რი. "რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვე­რა­ვინ მოგ­ცემთ გა­რან­ტი­ას მტრის მიერ და­წე­რი­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის ადეკ­ვა­ტურ დო­ნე­ზე”, - აღ­ნიშ­ნავს Ain.ua. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იხ­სე­ნებს, რომ Prisma Lab-ის წილს ფლობ­და Mail.ru Group (ამ­ჟა­მად VK), უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­ლო­კი­ლი რუ­სუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის VKontakte და Odnoklassniki-ის მფლო­ბე­ლი. კომ­პა­ნი­ამ სტარ­ტა­პის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი 2019 წელს და­ტო­ვა. Prisma Lab-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლი, Haxus სა­წარ­მო შექ­მნა მე­წარ­მე იური გურსკიმ, Mail.ru Group-ის ყო­ფილ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა. უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ასე­ვე ითხო­ვენ, არ გა­მო­ი­ყე­ნონ Lensa-ს ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბი (ანუ ავა­ტა­რე­ბის შექ­მნის ფუნ­ქცია), რათა არ უზ­რუნ­ველ­ყონ რუ­სე­თის "სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის პირ­და­პი­რი მხარ­და­ჭე­რა“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Prisma Lab არ იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს რუ­სეთ­ში. ის თავ­და­პირ­ვე­ლად მდე­ბა­რე­ობ­და მოს­კოვ­ში, მაგ­რამ ახლა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კვიპ­როს­სა და სან ფრან­ცის­კო­ში. "აქ [რუ­სეთ­ში] ჩვენ არ გვაქვს ოფი­სი, არც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გვყავს“, - აცხა­დებს Prisma Labs-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ან­დრეი უსოლ­ცე­ვი. - "ჩვენ შევ­კრი­ბეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დი, რო­მელ­შიც შე­დის რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე და ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბენ კვიპ­რო­სი­დან, ან დის­ტან­ცი­უ­რად...” გარ­და მომ­ხმა­რებ­ლის ფო­ტო­ე­ბი­სა, Lensa-ს აქვს წვდო­მა და შე­უძ­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­აგ­რო­ვოს ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა IP მი­სა­მარ­თე­ბი და ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ფა­ი­ლე­ბი, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მრა­ვალ სხვა აპ­ლი­კა­ცი­ა­საც ახა­სი­ა­თებს. რამ­დენს იხ­დის ხალ­ხი პროგ­რა­მა­ში? ჩა­მოტვირ­თვა App Store-დან ან Google Play-დან უფა­სოა, მაგ­რამ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ პორ­ტრე­ტე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა და თან­ხის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში Magic Avatars ფუნ­ქცი­ა­საც ჩარ­თავთ. ღი­რე­ბუ­ლე­ბა ასე­თია: 50 პორ­ტრე­ტი - 2,49 ევრო 100 პორ­ტრე­ტი - 3,49 ევრო; 200 პორ­ტრე­ტი - 4,99 ევრო. თუ დრო­უ­ლად არ გა­ა­უქ­მებთ საც­დე­ლი პე­რი­ო­დის გა­მო­წე­რას, მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, Lensa ბა­რა­თი­დან ჩა­მო­გაჭ­რით 29,99 ევ­როს - ერთი წლის ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რა შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო კომ­პა­ნია Magic Avatars-ის ფუნ­ქცი­ის და­მა­ტე­ბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100