თქვენი წონა წიგნი მაქვს წაკითხული - თაკო ჩარკვიანი
დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურად კეკლუცობს და ხელისუფლების ფსევდო ოპონენტია.
მისი თქმით, ვინც ბრძოლას ვერ შეძლებს უნდა აღიაროს, რომ არ არის რეალური ოპოზიცია.
"მომიტევეთ რა მეუხერხულება, მაგრამ მე გვიან ვარ შემოსული პოლიტიკაში და წიგნის კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია სიცოცხლის მანძილზე და ზოგიერთებს ვეტყვი, რომ თქვენი წონა წიგნი მაქვს წაკითხული. გეტყვით, რომ დიპლომატია და დიპლომატიური ენა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას გულისხმობს. ვინმეს არ ეგონოს, რომ დიპლომატია არის კეკლუცი შენი ქვეყნის ინტერესების განადგურების ხარჯზე. ამას ვეუბნები მოკეკლუცე ოპოზიციას. ელისაშვილი ოპოზიციაა ახლა?! დავუშვათ, პლაკატის დაჭერა არ გინდათ, გასაგებია, მაგრამ პროტესტის დროს ადექით და დადექით ფეხზე, ხომ შეიძლება?! ან თქვით, რომ არ ხართ ოპოზიცია," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.
კომენტარი