ბებერ კონტინენტზე ერთ ღამეში დაზამთრდა
სულ რაღაც ერთი ღამის განმავლობაში ავსტრიასა და ხორვატიაში ტემპერატურა +30-დან 0 გრადუსამდე დაეცა. ქუჩები თოვლმა დაფარა. გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები.
ხორვატიაში უამინდობამ ქალაქები სხვადასხვა ზონებად დაჰყო: ერთგან წვიმს და ქარიშხალი მძვინვარებს, მეორეგან კი ბავშვები უკვე თოვლში თამაშობენ. პულასა და რიეკაში ამ ყველაფერს ჭექა-ქუხილიც დაემატა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.
ყველაზე მეტად მძღოლები დაზარალდნენ. ისინი მზად არ იყვნენ, რომ ერთ ღამეში გზებზე ამხელა თოვლის საფარი დახვედროდათ. საზაფხულო სავურავებით აღჭურვილი მანქანები საცობებს ქმნიან, რომლებიც ზოგან კილომეტრებზეა გადაჭიმული. საგზაო სამსახურებს უკვე რამდენიმე უღელტეხილის ჩაკეტვაც დაჭირდათ.
კომენტარი