სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება იმის დასტური, რომ სუფთა ხელებით და გულრწფელობით არჩევნების მოგება შესაძლებელია

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება იმის დასტური, რომ სუფთა ხელებით და გულრწფელობით არჩევნების მოგება შესაძლებელია.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე თვალყურს ვადევნებდით, თუ როგორ იბრძოდნენ სხვა კანდიდატევი ერთის წინააღმდეგ და როგორ ცდილობდნენ პირადი შეურაცხყოფით და პროვოკაციებით ფონს გავსლას, სალომე ზურაბიშვილმა დაგვანახა, რომ ღირსეული პოლიტიკოსი არასდროს იკადრევს მსგავს სიბინძურეში ჩარევას და გულახდილი, პატიოსანი, პასუხისმგებლიანი და საქმიანი კამპანიით შეძლებს წარმატების მიღწევას.

ვფიქრობ, მისი რეაქცია, ყველა ნასროლ ტალახზე იყო ზუსტი, ღირსეული და სწორედ ამიტომ, რაც უფრო ახლოვდება 28 ოქტომბერი, მით უფრო იზრდება სალომე ზურაბიშვილოს მხარდამჭერთა რიცხვი. მე იმედი მაქვს, რომ ეს დინამიკა არჩევნების მერეც გაგრძელდება. დამოუკიდებელმა ქალმა კანდიდატმა მოგვცა მაგალითი, ერთის მხრივ, როგორ უნდა გაუძლო მსგავს გამოწვევებს და მეორეს მხრივ,არ მოწყდე წინასაარჩევნო პროცესს. თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში შეხვდე შენს ამომრჩეველს, პროფესიულ, თუ სოციალურ ჯგუფებს. გაბსაკუთრებით გამოვყოფ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, რომელსაც ყველა კატეგორიის და საჭიროების შშმ პირი ესწრებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილის სახით მეყოლება ძლიერი მხარდამჭერი, ვისთან ერთადაც ბევრ არსებულ პრობლემას დაჩქარებული ტემპებით გადავჭრით. 28 ოქტომბრის არჩევანი ეკუთნის ხალხს და დარწმინებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში შეძლებს ყველას სახელით გამარჯვებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100