ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია - ის 29 წლის თამთა ჯანჯღავაა
ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთი მონაწილე „კურიერის“ ინფორმაციით, 29 წლის თამთა ჯანჯღავაა.
დააკავეს თუ არა ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილები - ამ დრომდე უცნობია. ქუჩის ბიჭების სოლისტს ერთი ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული. „კურიერმა“ ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე თამთა ჯანჯღავას სახლს მიაკვლია.
თამთა ჯანჯღავა 1989 წელს არის დაბადებული. ის თბილისის ერთ-ერთ უბანში მამაკაცთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა.
სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჯგუფი "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი სოლისტი დაჭრეს, შემთხვევის ადგილზე ორ ახალგაზრდა ქალთან ერთად, მამაკაციც იმყოფებოდა.
ჯანჯღავას მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლთან გუშინ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა.
კომენტარი