განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ქარელში - მოკლულია დედა შვილი, 31 წლისა და 66 წლის ორი ქალბატონი. დედა-შვილი სოფელ ტახტისძირშიმარტო ცხოვრობდნენ. მკვლელობა კი სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, კვირას ღამით მოხდა. მოკლულების ცხედრები მეზობლებმა მხოლოდ დღეს დილით აღმოაჩინეს.
მოკლული დედა-შვილის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ტყვიის მასრები. სავარაუდოდ, მკვლელობა ჩადენილია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. დედა-შვილის ცხედრები ჯერჯერობით ექსპერტიზაზე არ გადაუსვენებიათ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე გარდაცვლილს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. მათვე ინფორმაციით, დედა-შვილი ორი დღის განმავლობაში იყვნენგაუჩინარებული, რის გამოც მეზობლებმა სახლში შესვლა გადაწყვიტეს. ისინი მკვლელობის ვერსიებზე ვერ საუბრობენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილები, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარი