სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ პატარა დებს ერთი წლის წინ ერთი და იგივე დიაგნოზი დაუსვეს... ერთ-ერთი მათგანი კი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა

ეს პატარა გოგონები დები - მარიამ და ქეთევან ქარუმიძეები არიან. რამოდენიმე წლის წინ ორივეს ზუსტად ერთნაირი დიაგნოზი დაუსვეს: რესტრიქციული კარდიომიოპათია. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ ერთადერთი გზა სიცოცხლის შესანარჩუნებლად გულის გადანერგვაა.
სამწუხაროდ რამოდენიმე დღის წინ მარიამი გარდაიცვალა, ის მხოლოდ 15 წლის იყო...
ქეთევანი (13 წლის) კი სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას, ამჟამად ის იმყოფება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ყოველი საათი მნიშვნელოვანი არის ქეთევანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ქეთევანს რამოდენიმე დღეში უნდა ჩაუტარდეს გულის გადანერგვის ოპერაცია ბელორუსიაში ქალაქ მინსკში კლინიკაში სახელწოდებით "РНПС КАРДИОЛОГИЯ". ოპერაციის საფასური შეადგენს $100 000, პირველ ეტაპზე საჭირო არის თანხის 70% გადარიცხვა, რომ კლინიკამ პაციენტი მიიღოს. სამწუხაროდ ეს თანხა ოჯახს არ გააჩნია.
ძალიან გთხოვთ ვისაც მიგიწვდებათ ხმა კეთილ ადამიანებთან, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია და მიაწვდინოთ ხმა ყველას. იქნებ ერთად დავეხმაროთ მშობლებს გადავურჩინოთ მეორე შვილი!
ასევე თქვენც ყველას მოგმართავთ რომ დავეხმაროთ ოჯახს შვილის სიცოცხლის შენარჩუნებაში!
შეგახსენებთ რომ თარიღები არის 12-15 მაისი, თუ ვინმეს გაქვთ საშუალება გთხოვთ არ დაიზაროთ და გადავარჩინოთ სიცოცხლე!

თამარ მჭედლიშვილი (ქეთევანის დედა)
მიმღების ბანკი: პროკრედიტ ბანკი
ანგარიშის ნომერი : GE59PC0263600100010709 (GEL)
GE59PC0263600100010709 (USD)

p.s. საზვარგარეთიდან თანხის გაგზავნის შემთხვევაში მიმღები იქნება ასევე Tamar Mchedlishvili

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100