ლეონიდ ჩერნოვეცკი: „პალიატიურ პროგრამაში გვხდება დანაშაულის ელემენტების შემცველი პარადოქსი...“
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოში მოქმედ პალიატიურ პროგრამაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა: „მეგობრებო, დღეს მსურს ყურადღება ჩვენს ჯანდაცვაში არსებულ მეტად მწვავე პრობლემაზე გავამახვილო, რომელიც ყოველგვარ ადამიანობასა და მორალს არის მოკლებული.
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ საქართველოში სახელმწიფო პალიატიური პროგრამა მოქმედებს - ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანთა დახმარებას. პალიატიური მოვლის ამოცანაა სასიკვდილოდ განწირული მოქალაქეებისთვის ტანჯვის შემსუბუქება, დაავადების სიმპტომების შემცირებაზე ზრუნვა, რომელიც მათი ცხოვრების უკანასკნელ თვეებში იჩენს ხოლმე თავს...
პალიატიურ პროგრამაში გვხდება დანაშაულის ელემენტების მქონე პარადოქსი, ამ პროგრამას მოქმედების ვადა აქვს - 6 თვე და არცერთი დღით მეტი! ესე იგი, თუ ადამიანი ამ პერიოდის განმავლობაში არ გარდაიცვლება, სახელმწიფო მას დაფინანსებას უჩერებს! მისი მომდევნო მკურნალობის ხარჯები კი ოჯახმა დამოუკიდებლად უნდა გადაიხადოს! ძალიან საინტერესოა, იფიქრეს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ეს პროგრამა შეიმუშავეს, სიკვდილის პირას მყოფ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა მოხუცებზე, რომლებსაც თავიანთი მიზერული პენსიით ხშირად საკვების შეძენაც კი არ შეუძლიათ, საუბარიც კი ზედმეტია მედდისა ან ექიმის ვიზიტის ხარჯების დაფარვაზე!
ასევე, განცვიფრებას იწვევს ის, რომ პალიატიური პროგრამის პაციენტებს ეკუთვნით მედდის 2 უფასო ვიზიტი კვირაში! ხოლო თუ საბრალო ავადმყოფს მეტი ვიზიტი ესაჭიროება მისმა ახლობლებმა მათი მოწვევის საფასური თავად უნდა გადაიხადონ!
მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს დაუყოვნებლივ გადახედონ არსებული პალიატიური პროგრამის მუშაობის პრინციპებს იმ პირებისთვის, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ! აუცილებელია ის უვადო გახდეს და ავადმყოფების უზრუნველყოფა მოხდეს მედმუშაკების შეუზღუდავი ვიზიტებით, პროგრამის მიხედვით, რომელიც შემუშავებული იქნება მკურნალი ექიმის მიერ და არ ხდებოდეს მხოლოდ მედდის კვირაში 2 ვიზიტით შემოფარგვლა!
ეს ყველაზე მცირედია, რისი მიცემაც სახელმწიფოს თავისი საბრალო მოქალაქეებისთვის შეუძლია, რომლებმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს სასიკეთოდ იშრომეს და ცხოვრების გზის დასასრულს ასეთ საშინელ სიტუაციაში აღმოჩდნენ!“ - აცხადებს ჩერნოვეცკი.
კომენტარი