სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ინტერნეტ მედია ჯგუფის განცხადება


12:52 14.03.2016[პრესა.ჯი]

დღეს ცნობილი გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ფარული ვიდეოს გავრცელების შესახებ.

გამოქვეყნდა ტექსტი, სადაც მოქმედ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებიან.

საქართველოს ინტერნეტ მედია ჯგუფი და მასში შემავალი ყველა მედია საშუალება (presa.ge, itv.ge, droni.ge, people.ge, internet.ge, radio.ge, fashionline.ge, sportline.ge...), უკიდურესად შეშფოთებულია ადამიანების პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობის გამო.

მოვუწოდებთ ყველას: უარი ვთქვათ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო-მასალის ტირაჟირებასა და მისი რაიმე ფორმით გავრცელებაზე.

რამდენიმე დღის წინ, ქართულმა მედიამ აჩვენა ერთიანობის, ძლიერებისა და პროგრესის კონკრეტული მაგალითი და გვჯერა რომ ასევე გაგრძელდება მომავალშიც.

თითოეულ მათგანს გისურვებთ წარმატებებსა და გამძლეობას, რომელიც ძლიერ გვჭირდება ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების აღკვეთას ვერ უზრუნველყოფს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100