სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაწუხებთ მობილურზე სარეკლამო მესიჯები? მაშინ.....

1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ კომპანიებს გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა.

თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმათონ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს.

ცვლილებები შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს მიიღო 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ .

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის გარდა ცვლილებები შევიდა 7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის საფუძველძეც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება გაიზარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100