მიხეილ სააკაშვილი "სახალხო კრების" ორგანიზებულ აქციებს "მასკარადს" უწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "სახალხო კრების" ორგანიზებულ აქციებს "მასკარადს" უწოდებს.
"მასკარადები, რომელსაც ქუჩაში გვიწყობენ ჩემთვის სასაცილოა. ეს მასკარადები არავის უკვირს, ისტორიულად მთავარი ვეზირი, რომელსაც მეფე არ წყალობდა ან რომელიმე მხარის ფეოდალი ყოველთვის გარბოდა ან სპარსეთში, ან პეტერბურგში და ეუბნებოდა - მე ვარ ყველაზე მთავარი და ჩაგაბარებთ გაკოჭილ საქართველოსო, ოღონდ, რა თქმა უნდა, მეფის თანამდებობა ან მთავარი ვეზირის მე მეკუთვნისო. ეს არის აბსოლიტური დეჟავიუ ქართველების, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ თუ მათ შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ, რადგან საქართველო დაყოფილი იყო, ახლა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ქართული სახელმწიფო გვაქვს", - , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული რიყის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი სურვილია საქართველოში ინვესტორებმა ფული არ ჩადონ.
"სავსეა ეს ქვეყანა ტურისტებით; ამის გამო ბოღმა ახრჩობს ერთ კაცს. შესაძლოა, ეს მასკარადი ჩემთვის სასაცილოა, მაგრამ ამათი გათვლა არის კონკრეტული, იქნებ როგორმე გვიპწკინონ, ბომბის სროლით, ჩემთვის ნერვების მოშლით, ქვის სროლით. ოღონდ გამორჩათ ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ეს ვერ შეაჩერებს აღმშენებლობას საქართველოში. ისტორიაში შევა არა ცალკე მიშა აღმშენებელი ან გიგი აღმშენებელი არამედ მთელი თაობა, რომელმაც მონახა რესურსი ერთიანობის" - განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარი