რატომ ნარჩუნდება ისეთი ოჯახები, სადაც არც სიყვარულია და არც ჰარმონიული სექსი?
ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც ოცნებობს საკუთარი სოცოცხლე არასაყვარელ მამაკაცთან (ან ქალთან) ერთად გაატაროს(გარდა იმ ქორწინებისა, რომლის საფუძველსაც ანგარება წარმოადგენს). მაგრამ არსებობს ასეთი პარადოქსი: სიტუაცია, როდესაც გვერდით აღმოჩნდება ხოლმე არა ყველაზე ძვირფასი, არამედ “საკუთარი–უცხო” ადამიანი. ასეთი სიტუაციები ძალიან ბევრია საქართველოს რეალობაში და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რითი დაიწყო ყველაფერი – სიყვარულის, ვნებისა თუ შეცდომის გამო.
ამ სიტუაციაში თითქოს საფიქრალიც არაფერია: გადააბრუნე საკუთარი ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფურცელი და იცხოვრე ბედნიერად. თუმცა, ეს – ძლიერი ადამიანების გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩვეულებრივ, იმედგაცრუების გრძნობა დუნედ მიმდინარე სტრესში გადაიზრდება ხოლმე უსასრულო დღეებით, თვეებით და კლინიკურ შემთხვევებში – უსიყვარულოდ გატარებული წლებით. გადაიზრდება პატივისცემაში, ან სულაც ბანალურ სექსში. სამაგიეროდ – არის ყვედრება, ჩხუბი და გაუცხოება – ასორტიმენტში.
ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება იმაზე უფრო უცხო, ვინც წარსულში გიყვარდათ.
(რემარკი)
ორი ვარიანტია: დაელოდოთ, სანამ თქვენი პირობით–ფორმალური საზოგადოებრივი განყოფილება თავისი სიკვდილით გარდაიცვლება, ან შეგიძლიათ გამოიჩინოთ ჰუმანიზმი ევთანაზიის აქტის ჩატარებით. თუმცა, ქალთა უმრავლესობისათვის ამ სატანჯველის შეცვლა უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული: უნდა მოიფიქრონ სად იცხოვრონ, შეიცვალონ სამსახური, სადაც იმდენად მიზერულ ხელფასს უხდიან, რომ აუცილებლად გაუჭირდება არსებობა, შეცვალოს ჩვეული ცხოვრების წესი. ბევრად მარტივია ყველაფრის დატოვება ისე, როგორც არის. ჰოდა, ისინიც ტოვებენ…
შემდგომში სიტუაცია ასე ვითარდება: აღარავითარი, ან ძალდატანებითი სექსი, შემდეგ ცალ–ცალკე საბნები და კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ საერთოდ სხვადასხვა ოთახებში სძინავთ(ისიც მაშინ, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს!). ჰოდა, აგრძელებენ ასე ცხოვრებას, როგორც ბერლინის კედლის აქეთ–იქით. მამაკაცი იღებს თავის ჩვეულ საუზმეს, ქალი კი – სახლის დიასახლისად რჩება. თუმცა, პაციენტი, სახელად “მსგავსი ოჯახი”, რამდენიმე წელიწადში მაინც მოკვდება: სიტუაცია შეიძლება იმდენად დაიძაბოს, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გახდეს.
შეკითხვაზე, თუ რატომ ნარჩუნდება ისეთი ოჯახები, სადაც არც სიყვარულია, არც ჰარმონიული სექსი – ყველა თავისებურად პასუხობს: ვიღაცა ბავშვებს იხსენებს (თუ იშველიებს!), ვიღაც მატერიალურ გაჭირვებას უფრთხის, ხოლო მესამე – თითქოს პარტნიორის გრძნობებს უფრთხილდება. სინამდვილეში, ძირითადი მიზეზი ყოველთვის ჩვენშია. იგი ისეთივე გლობალურია, როგორც მსოფლიო ბოროტება, დაუმარცხებელი – როგორც ტარაკნები და სახელად ჰქვია – ურწმუნოება საკუთარი თავის მიმართ. ხოლო გარეგნული ფაქტორები მხოლოდ ფონია, გამართლება შიშისა თუ სიზარმაცისა. თუმცა, ეს გრძნობებიც ანგარიშშია მისაღები.
5 ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები არ ტოვებენ მათ, ვინც არ უყვართ:
თავდაუჯერებლობა.
ეს არის პირველ რიგში ეჭვი იმის გამო, რომ ადამიანი სხვა პარტნიორთან ვერ შეძლებს ურთიერთობების აწყობას, რაიმეს შეცვლას ცხოვრებაში და კიდევ მრავალი სხვა “იმიტომ”, რაც დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან.
საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების არ ცოდნა ან სურვილის არ ქონა.
განქორწინებისას აღმოცენდება უამრავი საკითხი: დაწყებული იქიდან, თუ სად იცხოვროთ, დამთავრებული ქონების გაყოფითა და ბიუჯეტის გადანაწილებით. განსაკუთრებით მტკიკვნეულია მატერიალურად დამოკიდებული მდგომარეობა დიასახლისებისათვის, რომლებსაც პატარა შვილები ყავთ და ამასთან, ვერ ექნებათ ქონების დიდი ნაწილის, ან ახლობლების მხარდაჭერის იმედი. თუმცა, ნებისმიერი დაღმასვლა სოციალურ–ქონებრივ საფეხურზე – დიდი დარტყმაა თავმოყვარეობისათვის. პასიური ადამიანისათვის სხვის კმაყოფაზე მყოფის ფსიქოლოგიით, ყოველთვის უფრო იოლია გაჩუმდეს და მოითმინოს ოჯახური უკმაყოფილებები, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს იგი.
დანაშაულის გრძნობა და სიბრალული.
მეუღლის მშვიდი ხასიათი, მისი ყველაფრის მიმტევებლობა და სიყვარული –ზოგიერთისათვის სავსებით შეიძლება იქცეს თვითგვემის მიზეზად: “ის ისეთი ანგელოზია, მე კი – უგულო და გულქვა!” თუმცა, დროთა განმავლობაში უსაზღვრო სიყვარულმაც კი შეიძლება გამოწვიოს ყრუ გაღიზიანება, თუ იგი სკანდალებთან ასოცირდება და თუ მამაკაცი უფრო ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს ცოლთან, მშობლებთან და შვილებთან მიმართებაში, ქალები უფრო სიბრალულისაკენ იხრებიან პარტნიორის მიმართ და მას უფრო სუსტად წარმოიდგენენ ხოლმე, ვიდრე სინამდვილეშია.
თუმცა, ნუ იჩქარებთ მსგავსი ადამიანების ჩაწერას ალტრუისტთა სიაში – დანაშაულის გრძნობა, ისე როგორც სიბრალული, მხოლოდ საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გრძნობის გამაძლიერებელია და სითბოს დეფიციტის შინაგანი კომპენსაცია.
“რას იტყვის ხალხი!”
მგონი, აქ ყველაფერი გასაგებია.
საერთო შვილები
ბავშვები, როგორც წესი, მძიმედ განიცდიან დედ–მამის განშორებას, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ხშირად საყვედურობენ ხოლმე მშობლებს სწორედ იმის გამო, რომ დროზე არ დაშორდნენ ერთმანეთს და ასეთი ურთიერთობები აქამდე მოიტანეს. არასაყვარელ ადამიანთან დარჩენა მხოლოდ შვილის გულისათვის არასწორია. ბავშვები შესანიშნავად გრძნობენ უფსკრულის სიღრმეს მშობელთა შორის, იღებენ დამახინჯებულ სურათს ოჯახური ფასეულობების შესახებ და უფრო მეტიც, შეიძლება საკუთარი თავიც კი დაადანაშაულონ იმაში, რომ თქვენ ასეთი უბედური ხართ.
თუ მოჩვენებითი ნორმალური ურთიერთობები ოჯახში მხოლოდ ბავშვების გამო ნარჩუნდება, მათივე სიკეთისათვის უმჯობესი იქნება თავად, ან ფსიქოლოგის დახმარების აუხსნათ მათ, რომ არაფერი იცვლება – დედას და მამას ისევ ძველებურად უყვართ ისინი, უბრალოდ ახლა, ცალ–ცალკე იცხოვრებენ.
შეიძლება თუ არა ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც არ გიყვართ და ღირს თუ არა ურთიერთობების შენარჩუნება სცადოთ, ეს მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. უნივერსალური რეცეპტი არაფრისათვის არსებობს.
ადამიანები მიდიან ფსიქოლოგებთან სასწაულის მოლოდინში. მან წამირად უნდა მოაგვაროს პრობლემა და ბედნიერების რეცეპტიც გამოწეროს! სინამდვილეში კი სპეციალისტი დაგეხმარებათ მხოლოდ პრობლემების გაშუქებაში და მათი გადაწყვეტის გზებს შემოგთავაზებთ, მაგრამ თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს იგი ვერ მიიღებს. თუმცა, მხოლოდ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დახმარება გჭირდებათ, სიგნალია იმისა, რომ არსებობს რაღაცის შეცვლის მოთხოვნილება.
განშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის, განსაკუთრებით, თუ ზურგს უკან ერთობლივი ცხოვრების რამდენიმე წელიწადია. ეს ხომ, თავისებური ნაბიჯია გაურკვევლობისაკენ, სადაც არაფერია გარანტირებული. მაგრამ თუ ქორწინება პიროვნებას ანგრევს, ხოლო სიყვარული და შინაგანი სურვილი ურთიერთობების შენარჩნებისათვის არ არსებობს, უმჯობესია დაშორდეთ ერთმანეთს იმ მომენტამდე, სანამ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც ავადმყოფური პროცესი შეიძლება ომში გადაიზარდოს.
თუმცაღა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბედნიერი კავშირები სიყვარულის გარეშე – არც თუ ისეთი იშვიათობაა. ურთიერთგაგება, პატივისცემა და ემოციური სიახლოვე სექსუალურ შეთავსებასთან ერთად, ბევრად უფრო საიმედოდ და მჭიდროდ აკავშირებენ ერთმანეთთან ადამიანებს, ვიდრე ვნება…
კომენტარი