სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცოლს ჩემს გამო არ დაშორებია“ - გიორგი მახარაძისა და მარიამ ნადირაძის სცენაზე დაწყებული სიყვარული

ახალგაზრდა მსახიობი გიორგი მახარაძე საზოგადოებამ სერიალ შუა ქალაქიდან გაიცნო, თუმცა ნამდვილი პოპულარობა მას მხატვრულმა ფილმმა ზღვარმა მოუტანა, რომლის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგაც გიორგი გოგონების გულთამპყრობელი გახდა.

სიმპათიური მსახიობის პირადი თაყვანისმცემლებს ძალიან აინტერესებთ, ამიტომ დრონი.ჯიმ სცადა გაერკვია რა ხდება და როგორც გავიგეთ მსახიობი უკვე ორი წელია რაც ყურებამდეა შეყვარებული. გიორგის რჩეული მასზე არანაკლებ პოპულარული ქართველი მსახიობი მარიამ ნადირაძე გახლავთ, რომელსაც თითქმის ყველა ქართულ სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჯიდიესის სერიალ პანიკის გარეშეში შექმნა.

ახალგაზრდა მსახიობების სიყვარულის შესახებ უფრო მეტის გასაგებად დრონი.ჯი მარიამს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს კითხვებს საკმაოდ საინტერესო პასუხები გასცა.

-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ თქვენ და გიორგი?

-2 წელი გახდა 4 თებერვალს

-ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ?

-კი, ჯგუფელები ვიყავით და 8 წლის განმავლობაში ჩემი უახლოესი მეგობარი იყო

-სიყვარულში როგორ გადაიზარდა მეგობრობა?

-არ ვიცი აი ესე უცბად, ალბათ გავიზარდეთ, შეხედულებები შეგვეცვალა და ერთმანეთი ახლიდან აგმოვაჩინეთ.

-საერთო პროფესია ხელს ხომ არ გიშლით? თუ პირიქით უფრო გაახლოვებთ?

-გვაახლოვებს. სულ ვამბობდი რომ მე მსახიობი შეყვარებული არ მეყოლებათქო და ალბათ არ უნდა მეთქვა. საერთო საქმე ძალიან დიდი პლიუსია ჩვენი ურთიერთობის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის აზრი და რჩევა, როგორც საკუთარ თავს ისე ვგულშემატკოვრობთ ერთმანეთს და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს.

-საერთო სპექტაკლში თუ გითამაშიათ? ან ფილმში?

-კი სტუდენტობის დროს სადიპლომო სპექტაკლში პარტნიოტები ვიყავით და ახლაც ვთამაშობთ სპექტაკლში „მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ“ თავისუფალ თეატრში და აი ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო ჩვენი ფარული ფიქრები.

-სიყვარული როგორ აგისხნა?

-სიყვარული არც ერთს ერთმანეთისთვის არ აგვიხსნია უცბად დავიწყეთ გაპრანჭვა ორივემ. რაღაც სხვანაირად, რომ უღიმი, ელაპარაკები. არადა მანამდე ყოველთვის თავისუფლად ვიყავით ერთმანეთთან, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ნელ ნელა ესე შემოგვეპარა და თვალებით ქცევით საქციელებით ავუხსენით ერთმანეთს სიყვარული.

-დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?

-არა ჯერ. ჩვენ ისედაც ერთად ვცხოვრობთ და ვცდილობთ ერთად ცხოვრებით უკეთესად შევეწყოთ ერთმანეთს და ისე ქორწილები და დიდი სუფრები არც ერთს არ გვიყვარს. პრინციპში ეს საჩქარო არ არის.

-გიორგის შვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

-სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ ხშირად ნახვას მაგრამ არაჩვეულებრივი, ულამაზესი და მხიარული, ტბილი გოგოა. ვფიქრობ ძალიან ნიჭიერია. წარმატებული, ლამაზი გოგო გაიზრდება. ძალიან გავს გიორგის.

-გიორგისა და მარიამ როინიშვილის განქორწინება ჭორიკნების საყვარელი თემა იყო, ტელეშოუებმაც აქტიურად გააშუქეს თამრიკო ჭოხონელიძისა და გია რიონიშვილის ქალიშვილის ოჯახის დანგრევა. ბოდიში უხერხული კითხვისთვის, მაგრამ ცოლს თქვენ გამო ხომ არ დაშორდა?

-არა (გულიანად იცინის)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100